რუსეთის პრეზიდენტი ჩინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
გამოწერა
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა — ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს, იტყობინება CCTV, რაც, თავის მხრივ, ასევე დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
საუბრის მთავარი თემა იყო მდინარე ამურზე ხიდის გახსნა, ასევე სტრატეგიული კოორდინაცია ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, ჩინეთი მზადაა განაგრძოს რუსეთის მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებში.

„ჩინეთი და რუსეთი მზად არიან განაგრძონ ერთმანეთის მხარდაჭერა საკითხებში, რომლებიც ძირითად ინტერესებსა და მთავარ პრობლემებს ეხება, როგორიცაა სუვერენიტეტი და უსაფრთხოება, გააძლიერონ სტრატეგიული კოორდინაცია და კავშირები ორ ქვეყანას შორის დიდ საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში, როგორებიცაა გაერო, BRICS და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“, — ციტირებს CCTV ჩინეთის ლიდერს.

ტელეარხის ცნობით, პუტინმა საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს ჩინეთის ინიციატივას გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ეწინააღმდეგება „ნებისმიერ ძალებს, რომლებიც ჩინეთის საშინაო საქმეებში ერევიან“.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბრისას სახელმწიფოთა მეთაურებმა უკრაინაში არსებული კონფლიქტის შესახებაც ისაუბრეს. სი ძინპინმა თქვა, რომ ჩინეთი „მზადაა განაგრძოს თავისი როლის შესრულება ამ კუთხით“.
ყველა ახალი ამბავი
0