https://sputnik-georgia.com/20220615/qartul-ocnebashi-zurabishvils-upasuxes-267491422.html
„ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტ ზურაბიშვილს უპასუხეს
„ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტ ზურაბიშვილს უპასუხეს
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსმა „რადიკალური ოპოზიციისა“ და პრეზიდენტის რიტორიკის მსგავსებაზე გაამახვილა ყურადღება. 15.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-15T16:21+0400
2022-06-15T16:21+0400
2022-06-15T22:06+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625580_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_a8fd2184f061c5fff95e7693c6f68dd6.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კრიტიკა შეაფასა როგორც ქვეყნისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღების პრეტენდენტ ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს არის ხელისუფლების და ნაწილობრივ ოპოზიციის ქმედებების, პოლიტიკური ნაბიჯების ან არგადადგმული ნაბიჯების შედეგი.პოლიტიკოსმა „რადიკალური ოპოზიციისა“ და პრეზიდენტის რიტორიკის მსგავსებაზე გაამახვილა ყურადღება. მმართველი პარტია რადიკალურ ოპოზიციას „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მომხრეებს უწოდებს.„ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ბრიუსელში რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა, მეორე მხრივ კი იგი თავადაც საჯაროდ იმეორებს იმ სიცრუეს, რომელზეც აგებულია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა“, – განაცხადა კობახიძემ.საქართველოს პრეზიდენტი 20 ივნისის აქციის წინააღმდეგია - ოპოზიციის რეაქცია>>>პრეზიდენტმა განცხადება ევროკავშირის სამიტის (23-24 ივნისი) წინ გააკეთა, რომელზეც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს.„როდესაც ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, „არგუმენტები არ დაგვრჩა, კანდიდატის მიღების მხოლოდ მცირე შანსი რჩება“, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელება“, – განაცხადა კობახიძემ.მან უსაფუძვლო უწოდა მმართველი პარტიისა და მთავრობის ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრალდებებს.„ევროპარლამენტარების ის ნაწილი, რომელიც სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მოითხოვს, ევროპა არ არის“, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625580_279:218:2122:1600_1920x0_80_0_0_cc6d11954e63923bba06ea8f46ff9928.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
„ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტ ზურაბიშვილს უპასუხეს
16:21 15.06.2022 (განახლებულია: 22:06 15.06.2022) პოლიტიკოსმა „რადიკალური ოპოზიციისა“ და პრეზიდენტის რიტორიკის მსგავსებაზე გაამახვილა ყურადღება.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კრიტიკა შეაფასა როგორც ქვეყნისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღების პრეტენდენტ ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს არის ხელისუფლების და ნაწილობრივ ოპოზიციის ქმედებების, პოლიტიკური ნაბიჯების ან არგადადგმული ნაბიჯების შედეგი.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
პოლიტიკოსმა „რადიკალური ოპოზიციისა“ და პრეზიდენტის რიტორიკის მსგავსებაზე გაამახვილა ყურადღება. მმართველი პარტია რადიკალურ ოპოზიციას „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მომხრეებს უწოდებს.
„ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ბრიუსელში რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა, მეორე მხრივ კი იგი თავადაც საჯაროდ იმეორებს იმ სიცრუეს, რომელზეც აგებულია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა“, – განაცხადა კობახიძემ.
პრეზიდენტმა განცხადება ევროკავშირის სამიტის (23-24 ივნისი) წინ გააკეთა, რომელზეც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს.
„როდესაც ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, „არგუმენტები არ დაგვრჩა, კანდიდატის მიღების მხოლოდ მცირე შანსი რჩება“, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელება“, – განაცხადა კობახიძემ.
მან უსაფუძვლო უწოდა მმართველი პარტიისა და მთავრობის ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრალდებებს.
„ევროპარლამენტარების ის ნაწილი, რომელიც სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მოითხოვს, ევროპა არ არის“, – აღნიშნა კობახიძემ.