საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფინეთში შეხვედრებს იწყებს

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
გამოწერა
შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სკანდინავიურ ქვეყნებში მაღალი რანგის ვიზიტებს განაგრძობს.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით დღეს ფინეთს ეწვევა, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, ფინეთში ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი და დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მატი ვანჰანენთან (Matti Vanhanen) და ფინეთის პარლამენტის წევრებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სანა მარინთან, ევროპის მინისტრ ტიტი ტუპურაინენთან და საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოსთან.
უწყების ცნობით, შალვა პაპუაშვილი ასევე დაესწრება ფინეთის პარლამენტის პლენარული სესიის გახსნას.
მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დანიასა და ნორვეგიის სამეფოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილმა შეხვედრები გამართა დანიის დედოფალ მარგრეტე მეორესთან და ნორვეგიის მეფესთან, მის აღმატებულება ჰარალდ მეხუთესთან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით სკანდინავიის ქვეყნებში გაემგზავრა>>>
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სკანდინავიის ქვეყნებში ვიზიტს შვედეთში დაასრულებს. ის შეხვდება შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავს. შეხვედრები გაიმართება პარლამენტის (რიკსდაგი) თავმჯდომარესთან ანდრეას ნორლენთან, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ჯენი ოლსონთან, თავდაცვის მინისტრ პეტერ ჰულტკვისტთან და საგარეო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილესთან რობერტ რაიდბერგთან.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო.
სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და დელეგაციის წევრების ვიზიტი, რომელიც 12 ივნისს დაიწყო, 18 ივნისს დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0