უჩვეულო მასალებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთები - დედისგან ნასწავლი საქმე

© courtesy of Irina Arabuliირინა არაბულის ნამუშევარი
ირინა არაბულის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
გამოწერა
ის, რასაც ეს ქალბატონი აკეთებს, აკადემიაში არ ისწავლება. ყველაფერი კი დედის ნელი არაბულის წყალობით დაიწყო.
ირინა არაბულმა სამხატვრო აკადემია დაამთავრა. თავის პატარა ნაკეთობებს სხვადასხვა მასალისგან აკეთებს: ასანთის ღერებისგან, ქვის ნატეხებისგან, კრისტალებისგან, კბილის ჩხირებისგან, ძირითადად კი მაინც მუყაოა საჭირო. მისი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია.
© photo: courtesy of Irina Arabuliირინა არაბული
ირინა არაბული - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
ირინა არაბული
- ქალბატონო ირინა, თქვენი ნამუშევრები სოციალური ქსელების საშუალებით გახდა პოპულარული?
- დიახ, მყიდველი უშუალოდ ჩვენზე გამოდის, სალონებს აღარ ვამარაგებთ. თუ შეკვეთები მოვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვამზადებ. დღემდე ბევრი ნამუშევარი მაქვს დამზადებული და ყველა მათგანი გაყიდულია. ჩემი ნამუშევრების მხოლოდ ფოტოები შემოგვრჩა.
- ყველაფერი დედისგან ისწავლეთ?
- დიახ, ყველაფერი დედისგან, მხატვარ ნელი არაბულისგან ვისწავლე. მას ეკუთვნის ამ ნაკეთობების დამზადების იდეაც და ტექნოლოგიაც. ასე რომ, ნელი არაბული ავტორია. ასეთ ნაკეთობებზე მუშაობა მან 15-20 წლის წინ დაიწყო. იმ დროს ეს განსაკუთრებული და განსხვავებული იყო. მათზე მოთხოვნაც არსებობდა და კარგადაც იყიდებოდა. შემდეგ შეკვეთებს მე ვიღებდი.
© photo: courtesy of Irina Arabuliირინა არაბულის ხელნაკეთი ძველი თბილისი
ირინა არაბულის ხელნაკეთი ძველი თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
ირინა არაბულის ხელნაკეთი ძველი თბილისი
- უჩვეულოა, რომ მასალებად ასანთის ღერებს, ქვის ნატეხებს, კრისტალებს, კბილის ჩხირებს იყენებთ...
- მათგან ყველაზე უჩვეულო ხის და ქვის მტვერია. ნამუშევრის ფონს რით ვავსებ, იცით? იატაკის მოხვეწის შემდეგ რომ მტვერი რჩება, იმით. ასევე ვიყენებ ხის საამქროებიდან აღებულ ნახერხის მტვერს, რომელიც წებო-ემულსიას ერევა და ასე მკვრივდება. ამ გზით პატარა ქანდაკებებს ვაკეთებ.
- ასეთი ორიგინალური ნამუშევრებით ძირითადად ვინ ინტერესდება?
- ჩვენი ნამუშევრები ძირითადად ტურისტებზეა გათვლილი, ისინი უფრო ხშირად ძველი თბილისის ხედებს მიკვეთავენ. ასეთი ნახატები სხვადასხვა ნივთებზეა გადატანილი, მაგალითად, დოქებზე, ჭიქებზე, თეფშებზე. ბოთლებზე, ჭინჭილებსა და ყანწებზე – ღვინის თემატიკაა.
© photo: courtesy of Irina Arabuliირინა არაბულის ნამუშევარი
ირინა არაბულის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
ირინა არაბულის ნამუშევარი
- ალბათ მნიშვნელობა ენიჭება ასეთი ნივთების უსაფრთხო შეფუთვას...
- ყველაფერი ჩანთებშია ჩალაგებული. რომ არ დაზიანდეს, ისინი კარგად უნდა შეიფუთოს. ჩანთა, რომელშიც მოათავსებთ, მგზავრობის დროს ხელში უნდა გქონდეთ.
- ეს საქმე საოჯახო ბიზნესად იქცა?
- ასე გამოდის, რადგან ამ საქმეში მეუღლე და შვილებიც ჩაერთვნენ და ოჯახური ბიზნესი გამოგვივიდა. ყველაფერი თავიდანვე კარგად იყიდებოდა, ხალხი რიგში მედგა და ამოსუნთქვის საშუალება არ გვქონდა. ამიტომ გახდა საჭირო მთელი ოჯახის ჩართვა, ვერ წარმოიდგენთ, ჩვენთვის ეს როგორი სტიმული იყო.
ნინი მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0