https://sputnik-georgia.com/20220614/zeenskis-mowodeba-solcs-267439053.html
ზელენსკიმ შოლცს მოუწოდა, შეწყვიტოს კიევსა და მოსკოვს შორის ბალანსირება
ზელენსკიმ შოლცს მოუწოდა, შეწყვიტოს კიევსა და მოსკოვს შორის ბალანსირება
თბილისი, 14 ივნისი − Sputnik. გერმანიისა და უკრაინის ხელმძღვანელობას შორის „გარკვეული სკეპტიციზმი“ არსებობს, რომელიც ჯერ კიდევ ოლაფ შოლცის კანცლერად არჩევამდე... 14.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-14T12:41+0400
2022-06-14T12:41+0400
2022-06-14T16:16+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
უკრაინა
გერმანია
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0f/265221099_0:178:3048:1893_1920x0_80_0_0_398ff175de5a9e985b2d6aa5300d5b84.jpg
თბილისი, 14 ივნისი − Sputnik. გერმანიისა და უკრაინის ხელმძღვანელობას შორის „გარკვეული სკეპტიციზმი“ არსებობს, რომელიც ჯერ კიდევ ოლაფ შოლცის კანცლერად არჩევამდე წარმოიშვა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.მისი თქმით, გერმანია სკეპტიკურად უყურებს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში.ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობები „შესანიშნავად“ შეაფასა, ხოლო შოლცი რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნების მცდელობის გამო გააკრიტიკა.მანამდე უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა ბერლინი შეიარაღების მიწოდების დაყოვნებაში დაადანაშაულა. Die Welt-ის მონაცემებით, გერმანიამ უკრაინას იარაღის მიწოდებები მარტის ბოლოდან მინიმუმამდე შეუმცირა. ივნისის დასაწყისში ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM-ს გადასცემდა, თუმცა გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ეს სისტემები არ ჰქონდათ.წყარო: ZDF
უკრაინა
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0f/265221099_0:138:2525:2032_1920x0_80_0_0_8515068cb9e8e8c303a6559270467cc3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, უკრაინა , გერმანია , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ზელენსკიმ შოლცს მოუწოდა, შეწყვიტოს კიევსა და მოსკოვს შორის ბალანსირება
12:41 14.06.2022 (განახლებულია: 16:16 14.06.2022) თბილისი, 14 ივნისი − Sputnik. გერმანიისა და უკრაინის ხელმძღვანელობას შორის „გარკვეული სკეპტიციზმი“ არსებობს, რომელიც ჯერ კიდევ ოლაფ შოლცის კანცლერად არჩევამდე წარმოიშვა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, გერმანია სკეპტიკურად უყურებს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში.
„ვფიქრობ, გერმანიისა და უკრაინის ხელმძღვანელობების ურთიერთობებში გარკვეული სკეპტიციზმი არსებობს. <...> ეს სკეპტიციზმი, უპირველეს ყოვლისა, მაშინ იჩენს თავს, როდესაც საუბარია უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე. სამწუხაროდ, ეს სკეპტიციზმი კანცლერ შოლცამდეც იგრძნობოდა. ასეთი დამოკიდებულება იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება“, − განაცხადა ზელენსკიმ ZDF-თან ინტერვიუში.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობები „შესანიშნავად“ შეაფასა, ხოლო შოლცი რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნების მცდელობის გამო გააკრიტიკა.
„ჩვენ გვჭირდება, კანცლერმა შოლცმა დაგვარწმუნოს, რომ გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას. მან და მისმა მთავრობამ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. არ შეიძლება ცდილობდნენ უკრაინასა და რუსეთს შორის ბალანსირებას. პრიორიტეტები უნდა აირჩიონ“, − აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა ბერლინი შეიარაღების მიწოდების დაყოვნებაში დაადანაშაულა.
Die Welt-ის მონაცემებით, გერმანიამ უკრაინას იარაღის მიწოდებები მარტის ბოლოდან მინიმუმამდე შეუმცირა. ივნისის დასაწყისში ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM-ს გადასცემდა, თუმცა გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ეს სისტემები არ ჰქონდათ.