სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს შემთხვევები დაფიქსირდა

© Pixabay / Catkinტკიპა
ტკიპა  - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
წელს რეგიონში ყირიმ-კონგოს ცხელების უკვე 20 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. სამცხე-ჯავახეთში, ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყირიმ-კონგოს ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
ერთი ინფიცირებული ადიგენის რაიონის სოფელ წახანში ცხოვრობს, მეორე ახალციხის რაიონის სოფელ მუგარეთში. გარდა ამისა, მედიკოსები კიდევ სამ საეჭვო შემთხვევას აკვირდებიან.
მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთში ეს ყირიმ-კონგოს უკვე მე-20 შემთხვევაა. 9 ახალციხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, 6 – ადიგენის, ხოლო 5 შემთხვევა ასპინძის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ამ ინფექციის გართულებით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელებით დაავადებული მამაკაცი გარდაიცვალა
გარდაცვალების შემთხვევა სოფელ შულავერში 30 მაისს დაფიქსირდა. ექიმების თქმით, მკურნალობა დაგვიანებული იყო. გარდა ამისა, იმის გამო, რომ მამაკაცს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, ექიმებმა ყირიმ-კონგოს ცხელების დიაგნოზის დასმა დროულად ვერ შეძლეს.
მაისის დასაწყისში სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ცხელების საწინააღმდეგოდ საქონლის დამუშავება დაიწყეს. ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქისა და ასპინძის რაიონების სოფლებში რეგიონის ვეტერინარებმა 3.290 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაამუშავეს.
ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ფრთხილად იყვნენ ადრეული გაზაფხულიდან შემოდგომამდე (ტკიპა აქტიურდება თბილ და ცხელ სეზონზე), დაიცვან ინსტრუქციები, დაამუშაონ ცხოველები სპეციალური პრეპარატებით, მოაცილონ ტკიპები ცხოველებს ხელთათმანებით და პინცეტით, ატარონ დახურული ტანსაცმელი მინდორში მუშაობისას. ხოლო დაავადების პირველივე სიმპტომების დროს მიმართონ ექიმს.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) - განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.
დაავადება 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. ყირიმ-კონგოს ცხელება ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, მას Bunyaviridae-ს ოჯახის ვირუსი Nairovirus იწვევს, რომელსაც ტკიპები ავრცელებენ.
ყველა ახალი ამბავი
0