საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საფრანგეთში გამოფენაზე წარდგება

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოების შემდეგ ეს პირველი მასშტაბური წარდგენაა საერთაშორისო ასპარეზზე.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გამოფენა Passenger Terminal Expo 2022-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პარიზში 15-17 ივნისს გაიმართება.
კორონავირუსის პანდემიის გამო გამოფენა ბოლო ორი წლის მანძილზე არ ჩატარებულა. ორი წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსოფლიოს 1900-ზე მეტი აეროპორტის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ შეიკრიბებიან.
საქართველოს ღონისძიებაზე აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე წარმოადგენს, რომელიც კონფერენციის სპიკერიცაა.

„Passenger Terminal Expo 2022-ზე წარვადგენთ პრეზენტაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებულ უნივერსალურ ბიზნეს-მოდელს. ეს იქნება ერთობლივი პრეზენტაცია ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-სთან ერთად, რომელსაც ქუთაისის აეროპორტის კონცეპტ-დიზაინი ეკუთვნის“, – განაცხადა არჩუაძემ.

მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოების შემდეგ ეს პირველი მასშტაბური წარდგენა იქნება საერთაშორისო ასპარეზზე.
Routes Asia 2022: საქართველო ვიეტნამში ავიაფორუმში პირველად იღებს მონაწილეობას>>>
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არქიტექტურული კუთხით ერთხელ უკვე მოხვდა მსოფლიოს ულამაზეს 14 აეროპორტს შორის. იმედი გვაქვს, რომ განახლებული ტერმინალი კვლავ არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდება“, – განაცხადა არჩუაძემ.
Passenger Terminal Expo 2022 – მსოფლიოში უდიდესი, აეროპორტების ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც განლაგებულია 19 ათას კვადრატულ მეტრზე.
ღონისძიების ვიზიტორებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ უახლესი ტექნოლოგიური პროდუქტები, ასევე გაეცნონ ინოვაციურ მომსახურებებსა და 250-ზე მეტ ექსპოზიციას, რათა მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტებში უსაფრთხოება და მგზავრების მომსახურების გამოცდილება მაქსიმალურად გაიზარდოს.
ყველა ახალი ამბავი
0