https://sputnik-georgia.com/20220607/routes-asia-2022-saqartvelo-vietnamsi-aviaforumsi-pirvelad-irebs-monawileobas-267231591.html
Routes Asia 2022: საქართველო ვიეტნამში ავიაფორუმში პირველად იღებს მონაწილეობას
Routes Asia 2022: საქართველო ვიეტნამში ავიაფორუმში პირველად იღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
ფორუმის ფარგლებში ქართული დელეგაცია ათ უმსხვილეს აზიურ ავიაკომპანიას შეხვდება
2022-06-07T20:26+0400
2022-06-07T20:26+0400
2022-06-07T23:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
ვიეტნამი
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/07/267228328_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_1717f6f558fa1121196aeee2d3fb5d73.jpg
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველო ამყარებს კავშირებს აზიის საავიაციო ბაზართან საავიაციო ფორუმზე Routes Asia 2022, რომელიც ვიეტნამის ქალაქ დანანგში მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს აეროპორტების ასოციაცია (UAG).ვიეტნამის ქალაქ დანანგში Routes Asia 2022 საავიაციო ფორუმი 6-8 ივნისს იმართება. მასში მონაწილეობას იღებს 800 დელეგატი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან. საქართველოს ღონისძიებაზე აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს.ფორუმის ფარგლებში ქართული დელეგაცია შეხვდება ათ უმსხვილეს აზიურ ავიაკომპანიასა და პარტნიორ აეროპორტებს და შეეცდება დააინტერესოს ისინი საქართველოს ავიაბაზრით.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ღონისძიება საშუალებას იძლევა, აზიის საავიაციო ბაზარზე მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა >>სამდღიან ფორუმზე მონაწილეები პირისპირ შეხვედრებს მართავენ ავიაციისა და ტურიზმის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, რათა შეჯერდეს სად, რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრინონ ავიაკომპანიებმა აზიისა და წყნარი ოკეანის მასშტაბით.
საქართველო
ვიეტნამი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/07/267228328_360:0:3091:2048_1920x0_80_0_0_f80e9d7b171c89c70df1f6e5713fd1da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
routes asia 2022 საქართველო ვიეტნამი ავიაფორუმი
routes asia 2022 საქართველო ვიეტნამი ავიაფორუმი
Routes Asia 2022: საქართველო ვიეტნამში ავიაფორუმში პირველად იღებს მონაწილეობას
20:26 07.06.2022 (განახლებულია: 23:27 07.06.2022) ფორუმის ფარგლებში ქართული დელეგაცია ათ უმსხვილეს აზიურ ავიაკომპანიას შეხვდება.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველო ამყარებს კავშირებს აზიის საავიაციო ბაზართან საავიაციო ფორუმზე Routes Asia 2022, რომელიც ვიეტნამის ქალაქ დანანგში მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს აეროპორტების ასოციაცია (UAG).
ვიეტნამის ქალაქ დანანგში Routes Asia 2022 საავიაციო ფორუმი 6-8 ივნისს იმართება. მასში მონაწილეობას იღებს 800 დელეგატი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან. საქართველოს ღონისძიებაზე აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს.
„საავიაციო ფორუმ Routes Asia-ზე ჩვენ პირველად ვართ წარმოდგენილი. ეს არის ჩვენი პირველი პირისპირ კონტაქტი აზიის ავიაბაზართან. ვმართავთ პრეზენტაციებს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით. ახლა შესაძლებლობა გვაქვს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი აზიური ბაზრის ათვისებას, როგორც შემომსვლელ, ისე გამსვლელ ტურიზმს“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
ფორუმის ფარგლებში ქართული დელეგაცია შეხვდება ათ უმსხვილეს აზიურ ავიაკომპანიასა და პარტნიორ აეროპორტებს და შეეცდება დააინტერესოს ისინი საქართველოს ავიაბაზრით.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ღონისძიება საშუალებას იძლევა, აზიის საავიაციო ბაზარზე მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.
სამდღიან ფორუმზე მონაწილეები პირისპირ შეხვედრებს მართავენ ავიაციისა და ტურიზმის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, რათა შეჯერდეს სად, რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრინონ ავიაკომპანიებმა აზიისა და წყნარი ოკეანის მასშტაბით.