https://sputnik-georgia.com/20220606/qutaisis-aeroportsi-mgzavrtnakadma-pandemiamdel-nisnuls-gadaawarba-267188664.html
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს. 06.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-06T18:42+0400
2022-06-06T18:42+0400
2022-06-06T22:46+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ქუთაისი
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500239_427:0:4068:2048_1920x0_80_0_0_9f511332ff00d8e02935cb83cdf5a3a0.jpg
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. მაისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღდგა, მაჩვენებლები კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ მონაცემებს აჭარბებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა კვლავ შენარჩუნებულია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის მაისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 111% აღდგა. 2022 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 72.104 მგზავრს მოემსახურა (2019 წლის მაისში – 64.745 მგზავრი).უცხოელების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მაისში ეწვივნენ, სამჯერ გაიზარდა>>მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. მაისში აეროპორტში რეისების 115% აღდგა და 241 რეისს მოემსახურა ( 2019 წლის მაისში – 210 რეისი).საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს.
ქუთაისი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500239_817:0:3548:2048_1920x0_80_0_0_70977bc4f809e765531e7bd0a7d7b312.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა
18:42 06.06.2022 (განახლებულია: 22:46 06.06.2022) ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. მაისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღდგა, მაჩვენებლები კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ მონაცემებს აჭარბებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა კვლავ შენარჩუნებულია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის მაისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 111% აღდგა. 2022 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 72.104 მგზავრს მოემსახურა (2019 წლის მაისში – 64.745 მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. მაისში აეროპორტში რეისების 115% აღდგა და 241 რეისს მოემსახურა ( 2019 წლის მაისში – 210 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს.