https://sputnik-georgia.com/20220614/qartuli-pasiani-qagaldebi-londonis-sapondo-birjaze-267430491.html
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
Sputnik საქართველო
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა. 14.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-14T14:39+0400
2022-06-14T14:39+0400
2022-06-14T20:44+0400
საქართველო
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251575370_0:85:3339:1963_1920x0_80_0_0_bacb7270eaea8fa583df6a1e4ad8c481.jpg
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,67%-ით შემცირდა და 84,62 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 7,07%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობასაინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,48%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 6,52% მოგებით 99,48 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 96,52 პუნქტის ფასით, 8,31% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,16%-ით შემცირდა.„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,82%-ით შემცირდა 84,52 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 7,22%-ს.ამოქმედდა ახალი კანონი: კორპორატიული მართვის კოდექსი ემიტენტებისთვის>>>აქციებით ვაჭრობალონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 4,07%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 15,54 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 497 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,48–16,6 ფუნტის დიაპაზონში.კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 5,11%-ით და ერთ აქციაზე 6,32 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 484 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,31–6,78 ფუნტის დიაპაზონში.TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 1,82%-ით შემცირდა 14,04 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 133 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,0–14,8 ფუნტის დიაპაზონში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251575370_303:0:3034:2048_1920x0_80_0_0_2f159f65976d83574029a12afff68689.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
14:39 14.06.2022 (განახლებულია: 20:44 14.06.2022) ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,67%-ით შემცირდა და 84,62 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 7,07%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,48%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 6,52% მოგებით 99,48 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 96,52 პუნქტის ფასით, 8,31% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,16%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,82%-ით შემცირდა 84,52 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 7,22%-ს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 4,07%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 15,54 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 497 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,48–16,6 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 5,11%-ით და ერთ აქციაზე 6,32 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 484 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,31–6,78 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 1,82%-ით შემცირდა 14,04 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 133 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,0–14,8 ფუნტის დიაპაზონში.