https://sputnik-georgia.com/20220614/batumsi-ssm-pirta_dasamebis-forumi-gaimarteba-267464080.html
ბათუმში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება
ბათუმში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება
Sputnik საქართველო
ფორუმში აჭარაში მოქმედი 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
2022-06-14T22:42+0400
2022-06-14T22:42+0400
2022-06-14T23:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
ბათუმი
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/03/252201675_0:160:2048:1312_1920x0_80_0_0_912f3afd68f7da67c6380b4bdbf7b6d4.jpg
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ბათუმში 15 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება, იუწყება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.ფორუმში აჭარაში მოქმედი 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ვაკანსიები წარმოდგენილი იქნება სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო და სხვა სფეროებიდან.დასაქმების ფორუმი სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში" 11:00-დან 15:00 საათამდე გაიმართება.ღონისძიების მიზანია აჭარის რეგიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი შშმ პირებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებლების ერთიან სივრცეში დაკავშირება და დასაქმების, სტაჟირებისა და სუბსიდირების პროგრამების ხელშეწყობა.ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/03/252201675_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_bd63307bbdc5943c1e2ac18295a37108.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბათუმი შშმ პირები დასაქმება ფორუმი
ბათუმი შშმ პირები დასაქმება ფორუმი
ბათუმში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება
22:42 14.06.2022 (განახლებულია: 23:22 14.06.2022) ფორუმში აჭარაში მოქმედი 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ბათუმში 15 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება, იუწყება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ფორუმში აჭარაში მოქმედი 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ვაკანსიები წარმოდგენილი იქნება სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო და სხვა სფეროებიდან.
დასაქმების ფორუმი სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში" 11:00-დან 15:00 საათამდე გაიმართება.
ღონისძიების მიზანია აჭარის რეგიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი შშმ პირებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებლების ერთიან სივრცეში დაკავშირება და დასაქმების, სტაჟირებისა და სუბსიდირების პროგრამების ხელშეწყობა.
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.