სამართალდამცველებმა 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების სპეცოპერაცია თბილისში, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, აჭარის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ჩატარდა.
დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკიც 27-დან 55 წლამდეა, არიან წარსულში ნასამართლევი პირები.
უწყების ცნობით, ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, ჰეროინის შემცველი ფხვნილი, „ალფა პვპ“ და „ბუპრენორფინი“.
დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0