https://sputnik-georgia.com/20220613/vice-premieri-saqartvelosi-sesazloa-dagegmilze-marali-ekonomikuri-zrda-iyos-267427262.html
ვიცე-პრემიერი: საქართველოში შესაძლოა დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იყოს
ვიცე-პრემიერი: საქართველოში შესაძლოა დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იყოს
Sputnik საქართველო
ეკონომიკის ზრდას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის საგარეო ვაჭრობის პოზიტიური მონაცემები, განაცხადა მინისტრმა. 13.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-13T23:46+0400
2022-06-13T23:46+0400
2022-06-14T00:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259804177_0:0:1698:955_1920x0_80_0_0_9edeeb0fbcce8ea4e92a1bfc61bf34e0.jpg
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოში ეკონომიკური ზრდა შესაძლოა იმაზე მაღალი იყოს, ვიდრე ამას წლის დასაწყისში ქვეყნის მთავრობა პროგნოზირებდა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიით, 2022 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ის ზრდა 6%-ის დონეზე, უახლოეს წლებში – საშუალოდ 5,5%-ის დონეზე.მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2022 წელს 2,5%-დან 5,5%-მდე გაზარდა.„ჩვენ საკმაოდ დამაიმედებელი ეკონომიკური ტენდენციები გვაქვს, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ჩვენი დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა მინიმუმ იმ დონეზე შენარჩუნდება, როგორც წლის დასაწყისში სახელმწიფო გეგმავდა“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.დავითაშვილის თქმით, ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის საგარეო ვაჭრობის პოზიტიური მონაცემებიც.არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ტენდენციები, რომელიც გაგრძელდა მაისშიც, ქვეყანაში საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს, აღნიშნა მან.საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით გაიზარდა და 6,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. მათ შორის ექსპორტი გაიზარდა 36%-ზე მეტით და შეადგინა 2 მილიარდ დოლარზე მეტი.დავითაშვილის თქმით, ექსპორტი იზრდება, რაზეც, მათ შორის, ინფლაციური პროცესებიც მოქმედებს. ბევრი პროდუქტი გაძვირდა. თუმცა, ექსპორტის ზრდის ტენდენცია 2021 წელს დაიწყო.მისი თქმით, ექსპორტი გაიზარდა არა მხოლოდ ტრადიციულ ბაზრებზე, არამედ აზიის მიმართულებითაც და ზრდის ტენდენციის შენარჩუნება მომავალშიც იგეგმება.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი კლების შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ზრდა ფიქსირდება ექსპორტისა და იმპორტის კუთხით, იზრდება ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვა.2021 წელს საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259804177_175:0:1698:1142_1920x0_80_0_0_1a50fbd7c4ec3d07b1a6b37414a119f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვიცე-პრემიერი ეკონომიკა მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველო პროგნოზი ზრდა
ვიცე-პრემიერი ეკონომიკა მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველო პროგნოზი ზრდა
ვიცე-პრემიერი: საქართველოში შესაძლოა დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იყოს
23:46 13.06.2022 (განახლებულია: 00:07 14.06.2022) ეკონომიკის ზრდას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის საგარეო ვაჭრობის პოზიტიური მონაცემები, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოში ეკონომიკური ზრდა შესაძლოა იმაზე მაღალი იყოს, ვიდრე ამას წლის დასაწყისში ქვეყნის მთავრობა პროგნოზირებდა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიით, 2022 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ის ზრდა 6%-ის დონეზე, უახლოეს წლებში – საშუალოდ 5,5%-ის დონეზე.
„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მსოფლიო ბანკის მიერ შემცირდა, საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მსოფლიო ბანკმა გაზარდა. ასე რომ, ყველა წინაპირობა არის იმისა, რომ ჩვენ დაგეგმილზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან დავითაშვილმა.
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2022 წელს 2,5%-დან 5,5%-მდე გაზარდა.
„ჩვენ საკმაოდ დამაიმედებელი ეკონომიკური ტენდენციები გვაქვს, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ჩვენი დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა მინიმუმ იმ დონეზე შენარჩუნდება, როგორც წლის დასაწყისში სახელმწიფო გეგმავდა“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
დავითაშვილის თქმით, ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის საგარეო ვაჭრობის პოზიტიური მონაცემებიც.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ტენდენციები, რომელიც გაგრძელდა მაისშიც, ქვეყანაში საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს, აღნიშნა მან.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით გაიზარდა და 6,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. მათ შორის ექსპორტი გაიზარდა 36%-ზე მეტით და შეადგინა 2 მილიარდ დოლარზე მეტი.
დავითაშვილის თქმით, ექსპორტი იზრდება, რაზეც, მათ შორის, ინფლაციური პროცესებიც მოქმედებს. ბევრი პროდუქტი გაძვირდა. თუმცა, ექსპორტის ზრდის ტენდენცია 2021 წელს დაიწყო.
მისი თქმით, ექსპორტი გაიზარდა არა მხოლოდ ტრადიციულ ბაზრებზე, არამედ აზიის მიმართულებითაც და ზრდის ტენდენციის შენარჩუნება მომავალშიც იგეგმება.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი კლების შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ზრდა ფიქსირდება ექსპორტისა და იმპორტის კუთხით, იზრდება ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვა.
2021 წელს საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.