რა და რამდენით გაძვირდა საქართველოში

გამოწერა
2022 წლის მარტში, ამავე წლის თებერვალთან შედარებით, ინფლაციის დონემ 2,5%, წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის მარტთან შედარებით) კი 11,8% შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, ერთ წელიწადში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ბოსტნეულზე, უალკოჰოლო სასმელებზე, პურსა და პურპროდუქტებზე. „Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში გაიგებთ, როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, გლობალურ ბაზრებზე შექმნილი ვითარებიდან გამოდინარე, გაზაფხულზე ინფლაციის დონის შემცირების მოლოდინები არ გამართლდება. ამასთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას თქმით, ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის ბოლოსთვის მიაღწევს.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ავტორიტეტული საფინანსო ანალიტიკური ორგანიზაციები საქართველოში ეკონომიკური სიტუაციისა და ყველა ფინანსური მაჩვენებლის გაუარესებას პროგნოზირებენ.
ყველა ახალი ამბავი
0