მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მაკრონი, შოლცი და დრაგი კიევში ჩადიან: ცნობილი გახდა ვიზიტის თარიღი

© AP Photo / Efrem Lukatsky
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები — ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი უკრაინის დედაქალაქ კიევს 16 ივნისს ეწვევიან, იუწყება იტალიური La Stampa.
როგორც გაზეთი წერს, სამი ლიდერი კიევში G7-ის სამიტის წინ ჩავა, რათა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ევროპის უდიდესი სახელმწიფოების მხარდაჭერა დაადასტუროს.
გარდა ამისა, იტალიის პრემიერისთვის ეს ვიზიტი ასევე იქნება შესაძლებლობა, განიხილოს ისრაელში მოგზაურობის შედეგები, სადაც ის ორშაბათს მიემგზავრება. დრაგი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტსა და პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს შეხვდება. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა პალესტინის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ შტაიესთანაც. დრაგის ისრაელში ვიზიტის მთავარი თემა კი უკრაინის კონფლიქტი და ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება იქნება.
აღინიშნება, რომ საფრანგეთს, იტალიასა და გერმანიას ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
აპრილის შუა რიცხვებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა გერმანელი კოლეგის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიღებაზე, რომელსაც კიევი რუსეთთან მჭიდრო კავშირს სდებს ბრალად. შოლცმა მაშინ უკრაინის ხელისუფლების საქციელს გაუგებარი უწოდა და უარი თქვა კიევში უახლოეს მომავალში ვიზიტზე. გერმანიაში ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სხვადასხვა პარტიების მხრიდან. ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა ამ ნაბიჯს „დიპლომატიური შეცდომა“ უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0