საწარმოებში თვითმონიტორინგის სისტემები: სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

© photo: Sputnik / Rudolf Kucherov / გადასვლა მედიაბანკშირუსთავის "აზოტი"
რუსთავის აზოტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მსხვილი საწარმოების კომპლექსურ შემოწმებას გეგმის მიხედვით ახორციელებს და გამოვლენილ თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თითოეული მეწარმე უახლოეს დროში წარადგენს კონკრეტულ გრაფიკს, თუ რა ვადებში მოხდება საწარმოებში თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, 2021 წლის 1 ივნისიდან მსხვილ სამრეწველო საწარმოებს დაევალათ – დანერგონ გაფრქვევების უწყვეტი ავტომატური თვითმონიტორინგის სისტემა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ.

შესაბამისი უწყებები სისტემატურად ამოწმებენ, თუ როგორ ასრულებენ საწარმოები ეკოლოგიურ ვალდებულებებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცემენტის ქარხნების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრი ოთარ შამუგია ესწრებოდა.
შეხვედრაზე საწარმოებში ჰაერში გაფრქვევის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების დამონტაჟების პროცესის მიმდინარეობის საკითხი დეტალურად განიხილეს. საუბარი იმ გამოწვევებს შეეხო, რომელიც საწარმოებს რეგულაციით გათვალისწინებული მოთხოვნების დანერგვის მიმართულებით გააჩნიათ.
როგორ იცავენ რუსთავის საწარმოები კანონს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“>>>
მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით აირმტვერდამჭერი სისტემის არქონის, ან გამოუყენებლობისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების დარღვევისთვის, სამრეწველო ობიექტებიდან გადაჭარბებული გაფრქვევებისთვის, ჯარიმები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო კანონი „ეკოლოგიური პასუხისმგებლობის შესახებ“, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. კანონი ითვალისწინებს სამართლებრივი მექანიზმების შექმნას გარემოსთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად, შესარბილებლად ან აღსაკვეთად.
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი, მათ შორის, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები ძალაში გასულ წელს შევიდა, ხოლო „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის გარკვეული ნაწილი მიმდინარე წლის 1 ივლისს შევა.
ყველა ახალი ამბავი
0