https://sputnik-georgia.com/20220420/rogor-icaven-rustavis-sawarmoebi-kanons-atmosferuli-haeris-dacvis-sesaxeb-266135304.html
როგორ იცავენ რუსთავის საწარმოები კანონს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“
როგორ იცავენ რუსთავის საწარმოები კანონს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“
Sputnik საქართველო
საჭირბოროტო საკითხი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს
2022-04-20T23:05+0400
2022-04-20T23:05+0400
2022-04-20T23:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24133/38/241333893_0:210:2000:1335_1920x0_80_0_0_4455e0338f62a6721c1507c9b27ddd23.jpg
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. რუსთავში საწარმოების მიერ ატმოსფერული ჰაერის დაცვის ნორმების შესრულების მონიტორინგმა გავლენა იქონია კომპანიების პასუხისმგებლობის ამაღლებასა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო კანონი „ეკოლოგიური პასუხისმგებლობის შესახებ“, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. კანონი ითვალისწინებს სამართლებრივი მექანიზმების შექმნას გარემოსთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად, შესარბილებლად ან აღსაკვეთად.ნინო თანდილაშვილის სიტყვებით, ამჯერად რუსთავში მონიტორინგის ფარგლებში ოთხი მსხვილი საწარმო შემოწმდა.„მონიტორინგის პროცესს გავაგრძელებთ, რადგან ახალი სტანდარტების აღსრულება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგი დავინახოთ ქალაქ რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით და საწარმოების პასუხისმგებლობაც გაიზარდოს“, – აღნიშნა თანდილაშვილმა.როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ბევრმა კომპანიამ დამოუკიდებლად ჩაატარა ინსტრუმენტული მონიტორინგი და აღმოაჩინა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი და სამინისტროს მიერ შეთანხმებული გაფრქვევის ნორმები არ იყო შესაბამისობაში ფაქტობრივ მდგომარეობასთან, ამიტომ კომპანიებმა დაიწყეს გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა და ახალი ნორმების შემუშავება.თანდილაშვილის სიტყვებით, საწარმოებმა უნდა დაასრულონ ტექნიკური გადაიარაღება, მათ შორის, ფილტრებისა და გამწოვი სისტემების დამონტაჟება.მონიტორინგის პარალელურად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მსხვილი საწარმოების კომპლექსურ შემოწმებას გეგმის მიხედვით ახორციელებს და გამოვლენილ თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს, აღნიშნეს უწყებაში.კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, რუსთავის საწარმოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.წყარო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24133/38/241333893_247:241:1706:1335_1920x0_80_0_0_fb52c083a545c24ad590261089d81c14.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსთავი საწარმოები კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“
რუსთავი საწარმოები კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“
როგორ იცავენ რუსთავის საწარმოები კანონს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“
23:05 20.04.2022 (განახლებულია: 23:12 20.04.2022) საჭირბოროტო საკითხი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. რუსთავში საწარმოების მიერ ატმოსფერული ჰაერის დაცვის ნორმების შესრულების მონიტორინგმა გავლენა იქონია კომპანიების პასუხისმგებლობის ამაღლებასა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო კანონი „ეკოლოგიური პასუხისმგებლობის შესახებ“, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. კანონი ითვალისწინებს სამართლებრივი მექანიზმების შექმნას გარემოსთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად, შესარბილებლად ან აღსაკვეთად.
„მონიტორინგის პროცესი იყო საკმაოდ ეფექტიანი. შესაძლებლობა გვქონდა, ადგილზე გავცნობოდით საწარმოებში არსებულ ვითარებას. გავეცანით იმ მიმდინარე პროცესებსაც, რასაც კომპანიები ახორციელებენ“, – აღნიშნა თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე.
ნინო თანდილაშვილის სიტყვებით, ამჯერად რუსთავში მონიტორინგის ფარგლებში ოთხი მსხვილი საწარმო შემოწმდა.
„მონიტორინგის პროცესს გავაგრძელებთ, რადგან ახალი სტანდარტების აღსრულება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგი დავინახოთ ქალაქ რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით და საწარმოების პასუხისმგებლობაც გაიზარდოს“, – აღნიშნა თანდილაშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ბევრმა კომპანიამ დამოუკიდებლად ჩაატარა ინსტრუმენტული მონიტორინგი და აღმოაჩინა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი და სამინისტროს მიერ შეთანხმებული გაფრქვევის ნორმები არ იყო შესაბამისობაში ფაქტობრივ მდგომარეობასთან, ამიტომ კომპანიებმა დაიწყეს გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა და ახალი ნორმების შემუშავება.
თანდილაშვილის სიტყვებით, საწარმოებმა უნდა დაასრულონ ტექნიკური გადაიარაღება, მათ შორის, ფილტრებისა და გამწოვი სისტემების დამონტაჟება.
მონიტორინგის პარალელურად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მსხვილი საწარმოების კომპლექსურ შემოწმებას გეგმის მიხედვით ახორციელებს და გამოვლენილ თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს, აღნიშნეს უწყებაში.
კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, რუსთავის საწარმოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.