https://sputnik-georgia.com/20220613/marcvleulis-derefani-267389591.html
„მარცვლეულის დერეფანი“: ერდოღანი პროექტს პუტინთან და ზელენსკისთან შეათანხმებს
„მარცვლეულის დერეფანი“: ერდოღანი პროექტს პუტინთან და ზელენსკისთან შეათანხმებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ კვირაში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან — ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ... 13.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-13T11:24+0400
2022-06-13T11:24+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ეკონომიკა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/08/264247828_0:178:2408:1533_1920x0_80_0_0_53a3209afc2e8895b49408e397d286ab.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ კვირაში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან — ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან „მარცვლეულის დერეფნის“ შექმნაზე იმსჯელებს, რის შესახებაც მან ქალაქ ვანში ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს განაცხადა, იუწყება Anadolu.აღნიშნული უსაფრთხო დერეფანი უკრაინის პორტებში ბლოკირებული მარცვლეულისა და უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვაო გზით ექსპორტს მოემსახურება.ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, თურქეთს მარცვლეულის პრობლემა არ აქვს.სურსათზე მსოფლიო ფასების ზრდა რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე დაიწყო. საომარი მოქმედებებისა და სანქციების გამო რუსეთი და უკრაინა, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორიები არიან საერთაშორისო ბაზარზე, მარცვლეულის, სიმინდის, ზეთის და სხვა პროდუქტების მიწოდებას ვერ ახერხებენ. ამ დროისათვის უკრაინის პორტებში 25 მილიონი ტონა მარცვლეულია ბლოკირებული.ვლადიმირ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთი არ ეწინააღმდეგება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს და მისი ოდესის, ბერდიანსკის, მარიუპოლის პორტებიდან, ასევე მეზობელი ქვეყნების გავლით გატანის წინადადება წამოაყენა. როგორც პუტინი ირწმუნება, მსოფლიოში სასურსათო კრიზისზე რუსეთი არ არის პასუხისმგებელი — ამაში კოროვირუსული პანდემია, აშშ-ის ხელისუფლების პოლიტიკა და დასავლეთის არაშორსმჭვრეტელური გადაწყვეტილებებია დამნაშავე.წყარო: Anadolu
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/08/264247828_64:0:2345:1711_1920x0_80_0_0_1fcfddbeb99c3a17b078c3eeb62df235.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ეკონომიკა, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ეკონომიკა, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ კვირაში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან — ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან „მარცვლეულის დერეფნის“ შექმნაზე იმსჯელებს, რის შესახებაც მან ქალაქ ვანში ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს განაცხადა, იუწყება Anadolu.
აღნიშნული უსაფრთხო დერეფანი უკრაინის პორტებში ბლოკირებული მარცვლეულისა და უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვაო გზით ექსპორტს მოემსახურება.
„მომდევნო კვირაში ჩვენ მოლაპარაკებებს გავმართავთ პუტინთან და ზელენსკისთან, რათა ვიმსჯელოთ, რა ნაბიჯებს გადავდგამთ „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, თურქეთს მარცვლეულის პრობლემა არ აქვს.
„მთელი მსოფლიო ეკონომიკურ ჩიხშია <…> ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მარაგში 5 მილიონი ტონა ხორბალი გვაქვს. ვაპირებთ მარცვლეულის გაგზავნას მესამე ქვეყნებში, რათა ეს ბიზნესი ახალ დონეზე გავიყვანოთ“, — განაცხადა პრეზიდენტმა.
სურსათზე მსოფლიო ფასების ზრდა რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე დაიწყო. საომარი მოქმედებებისა და სანქციების გამო რუსეთი და უკრაინა, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორიები არიან საერთაშორისო ბაზარზე, მარცვლეულის, სიმინდის, ზეთის და სხვა პროდუქტების მიწოდებას ვერ ახერხებენ. ამ დროისათვის უკრაინის პორტებში 25 მილიონი ტონა მარცვლეულია ბლოკირებული.
ვლადიმირ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთი არ ეწინააღმდეგება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს და მისი ოდესის, ბერდიანსკის, მარიუპოლის პორტებიდან, ასევე მეზობელი ქვეყნების გავლით გატანის წინადადება წამოაყენა. როგორც პუტინი ირწმუნება, მსოფლიოში სასურსათო კრიზისზე რუსეთი არ არის პასუხისმგებელი — ამაში კოროვირუსული პანდემია, აშშ-ის ხელისუფლების პოლიტიკა და დასავლეთის არაშორსმჭვრეტელური გადაწყვეტილებებია დამნაშავე.