მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბორელი: ევროკავშირს რუსეთთან თანაცხოვრება მოუწევს

© AP Photo / Francisco Secoჟოზეპ ბორელი
ჟოზეპ ბორელი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ევროკავშირს მოუწევს რუსეთთან თანაცხოვრება უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, მიუხედავად ომის დანაშაულებისა და აგრესიისა, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში ჟოზეპ ბორელმა Le Journal du Dimanche-თან ინტერვიუში, რომელიც ასევე გამოქვეყნდა ევროკავშირის ვებ-გვერდზე.

„რუსეთი განაგრძობს არსებობას სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ და საჭირო იქნება მკაფიოდ განვსაზღვროთ, თუ როგორ ვაპირებთ მასთან თანაცხოვრებას. ეს თანაცხოვრება ძალიან რთული იქნება იმის შემდეგ, რაც რუსეთმა გააკეთა უკრაინაში <...> მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ კონტინენტზე რუსებთან თანაცხოვრებას“, — თქვა მან.

ამასთან ბორელმა აღნიშნა, რომ მოსკოვთან საკომუნიკაციო არხები არასდროს ყოფილა დახურული. ამის დასტურად მან აპრილში ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერის მოსკოვში ვიზიტი მოიყვანა და ასევე განაცხადა, რომ ივნისის დასაწყისში აფრიკული კავშირის თავმჯდომარე მაკი სალიც იმყოფებოდა სოჭში, რათა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის პრობლემის გადაჭრის გზები ეპოვათ.
ამ დროისათვის უკრაინაში კვლავ გრძელდება მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაწყებული რუსული „სამხედრო სპეცოპერაცია“, რომლის დაწყებასაც პრეიზდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი. მისი თქმით, ოპერაციის მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და ხელისუფლების დენაციფიკაციაა“. უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციას“ შეერთებულმა შტატებმა, ევროპისა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა მკაცრი ანტირუსული სანქციების ექვსი პაკეტით უპასუხეს.
წყარო: Le Journal du Dimanche
ყველა ახალი ამბავი
0