დიღმის მასივში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილე პირები დააკავეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიღმის მასივში დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 11 ივნისს დიღმის მასივში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთმანეთს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენეს. სისხლიან გარჩევაში ათამდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
ამ დროისათვის ორივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0