ბიზნესი საქართველოში: დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასი

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაწარმო
საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში თვეში საშუალო ხელფასი 1.479,7 ლარს შეადგენს, რაც 192,6 ლარით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს-სექტორის საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობამ 673,6 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 8,2%-ით მეტია გასული წლის იანვარი–მარტის მაჩვენებელზე, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 57,2% მამაკაცი, ხოლო 42,8% ქალია.
ბიზნეს-სექტორში დაქირავებულთა რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში 8,7%-ით გაიზარდა და 637,1 ათასი ადამიანი შეადგინა. საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პირველ კვარტალში 2,9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 25,7%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოში ინვესტიციები იზრდება: სტატისტიკა განახლდა>>>
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში თვეში საშუალო ხელფასი 1.479,7 ლარს გაუტოლდა, რაც გასულ წელთან შედარებით 192,6 ლარით მეტია. ამასთან, ქალების საშუალო ხელფასი 1.186,8 ლარს შეადგენს, რაც 168,2 ლარით მეტია გასული წლის იანვარი–მარტის მაჩვენებელთან შედარებით.
2022 წლის პირველ კვარტალში საწარმოთა ბრუნვამ შეადგინა 38,6 მლრდ ლარი, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33,2%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში წარმოებული პროდუქციის მთლიანმა მოცულობამ ფულად გამოსახვაში შეადგინა 14,1 მლრდ ლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით მეტია.
2022 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდამ შეადგინა 14,4% (2021 წლის იანვარი–მარტის მაჩვენებელთან შედარებით).
წყარო: „საქსტატი“
ყველა ახალი ამბავი
0