https://sputnik-georgia.com/20220613/advokatebi-gldanis-cixesi-vizitis-dajavsnas-eleqtronulad-sezleben-267419449.html
ადვოკატები გლდანის ციხეში ვიზიტის დაჯავშნას ელექტრონულად შეძლებენ
ადვოკატები გლდანის ციხეში ვიზიტის დაჯავშნას ელექტრონულად შეძლებენ
Sputnik საქართველო
ვიზიტის დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ადვოკატებს შეუქმნის მეტ კომფორტს და შესაძლებლობას, მართონ საკუთარი შეხვედრების კალენდარი, აღნიშნავენ იუსტიციის სამინისტროში
2022-06-13T19:42+0400
2022-06-13T19:42+0400
2022-06-13T22:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262209521_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_984be2fdb6b2909e4da1f2cb80c75948.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადვოკატის ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, ადვოკატები, რომლებისთვისაც წინასწარ არის ცნობილი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ვიზიტის საჭიროება, ელექტრონული პორტალის საშუალებით შეძლებენ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნას, რაც უზრუნველყოფს ადვოკატისა და მისი კლიენტის შეხვედრის ორგანიზებულობასა და დროულობას.რაც შეეხება იმ ადვოკატებს, ვისაც კლიენტთან შეხვედრის საჭიროება მოულოდნელად წარმოეშობა ან სხვა მიზეზით ვერ დაჯავშნიან ვიზიტს, ისინი ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრას აქამდე არსებული სტანდარტული პროცედურის გავლით შეძლებენ.წინასწარი დაჯავშნის ელექტრონული პორტალი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად ადვოკატთა ასოციაციამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.ამ ეტაპზე პორტალი საპილოტო რეჟიმში მხოლოდ №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედებს.ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის ელექტრონული პორტალის მისამართია: https://penitentiary.gba.ge/; ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: 511
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262209521_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_3744be1dfc115143c49933e80f73c96a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ადვოკატები №8 გლდანი ციხე ვიზიტი დაჯავშნა ელექტრონულად
ადვოკატები №8 გლდანი ციხე ვიზიტი დაჯავშნა ელექტრონულად
ადვოკატები გლდანის ციხეში ვიზიტის დაჯავშნას ელექტრონულად შეძლებენ
19:42 13.06.2022 (განახლებულია: 22:56 13.06.2022) ვიზიტის დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ადვოკატებს შეუქმნის მეტ კომფორტს და შესაძლებლობას, მართონ საკუთარი შეხვედრების კალენდარი, აღნიშნავენ იუსტიციის სამინისტროში.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადვოკატის ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ადვოკატები, რომლებისთვისაც წინასწარ არის ცნობილი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ვიზიტის საჭიროება, ელექტრონული პორტალის საშუალებით შეძლებენ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნას, რაც უზრუნველყოფს ადვოკატისა და მისი კლიენტის შეხვედრის ორგანიზებულობასა და დროულობას.
რაც შეეხება იმ ადვოკატებს, ვისაც კლიენტთან შეხვედრის საჭიროება მოულოდნელად წარმოეშობა ან სხვა მიზეზით ვერ დაჯავშნიან ვიზიტს, ისინი ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრას აქამდე არსებული სტანდარტული პროცედურის გავლით შეძლებენ.
„ვიზიტის დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ადვოკატებს შეუქმნის მეტ კომფორტს და შესაძლებლობას, მართონ საკუთარი შეხვედრების კალენდარი. პორტალის ეფექტიანად გამოყენება განტვირთავს ე.წ. ცოცხალ რიგსაც“, – აღნიშნავენ სამინისტროში.
წინასწარი დაჯავშნის ელექტრონული პორტალი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად ადვოკატთა ასოციაციამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
ამ ეტაპზე პორტალი საპილოტო რეჟიმში მხოლოდ №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედებს.
ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის ელექტრონული პორტალის მისამართია: https://penitentiary.gba.ge/; ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: 511