https://sputnik-georgia.com/20220612/saqartvelo-germaniisgan-daculi-teritoriebis-ganvitarebistvis-16-mln-evros-miirebs-267375183.html
საქართველო გერმანიისგან დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის 16 მლნ ევროს მიიღებს
საქართველო გერმანიისგან დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის 16 მლნ ევროს მიიღებს
Sputnik საქართველო
გრანტი დაცული ტერიტორიების შექმნასა და გაფართოების ხელშეწყობას მოხმარდება
2022-06-12T12:33+0400
2022-06-12T12:33+0400
2022-06-12T12:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251825807_0:94:1800:1107_1920x0_80_0_0_611a5a6e7d4a9f3be6b089c0ad8d1f43.jpg
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და განვითარებისთვის მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში 16,250 მლნ ევროს ღირებულების გრანტს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.შესაბამისი საგრანტო ხელშეკრულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის გაფორმდა. ხელმოწერის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრო.შამუგიას თქმით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი დაახლოებით 300 ათასი ჰექტრით გაზარდეს. წელს იგეგმება ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება, ხოლო არსებულის 100 ათასი ჰექტრით გაზრდა.უწყების ცნობით, ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მართვის ეფექტიანობისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაუმჯობესება, კონსერვაციის უზრუნველყოფა, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ეკოტურიზმის განვითარება.საგრანტო ხელშეკრულება ითვალისწინებს აჭარის სატყეო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებასაც.საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის ახალი საგრანტო ხელშეკრულება „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“, რომელიც 2021 წლის ივნისშია ხელმოწერილი, 24 მლნ ევრომდე მოცულობის საგრანტო მხარდაჭერას ითვალისწინებს. მიღებული გრანტი განაწილდება დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და აჭარის სატყეო სააგენტოზე. თანხის ერთი ნაწილი მოხმარდება აჭარის სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას, მეორე ნაწილი – დაცული ტერიტორიების ხელშეწყობას, მათ შორის, რაჭასა და შიდა ქართლში ორი ახალი დაცული ტერიტორიის ჩამოყალიბებას.საქართველო დაცული ტერიტორიების არეალს აფართოვებს >>საქართველოს და გერმანიას შორის განვითარების სფეროში მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში KfW ქვეყანას ეხმარება ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორებიცაა: გარემო და ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.2020-2021 წლებში საქართველოს ამ მიმართულებით დახმარების სახით გამოეყო 200 მლნ ევრო, საიდანაც უკვე მიღებულია 185 მლნ ევრო.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251825807_99:0:1700:1201_1920x0_80_0_0_d5f9c584746894f85da2b29ef977170e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო გერმანია დაცული ტერიტორიები განვითარება 16 მლნ ევრო
საქართველო გერმანია დაცული ტერიტორიები განვითარება 16 მლნ ევრო
საქართველო გერმანიისგან დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის 16 მლნ ევროს მიიღებს
12:33 12.06.2022 (განახლებულია: 12:36 12.06.2022) გრანტი დაცული ტერიტორიების შექმნასა და გაფართოების ხელშეწყობას მოხმარდება
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და განვითარებისთვის მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში 16,250 მლნ ევროს ღირებულების გრანტს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შესაბამისი საგრანტო ხელშეკრულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის გაფორმდა. ხელმოწერის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრო.
შამუგიას თქმით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი დაახლოებით 300 ათასი ჰექტრით გაზარდეს. წელს იგეგმება ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება, ხოლო არსებულის 100 ათასი ჰექტრით გაზრდა.
„ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებას სჭირდება დაფინანსება, რათა მოეწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ვიზიტორთა ცენტრები, ჩვენი რეინჯერები აღიჭურვონ შესაბამისი მოწყობილობებით; აქედან გამომდინარე, სათანადო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. გერმანიის მთავრობა წლებია მხარს გვიჭერს დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით. გვაქვს მიმდინარე პროექტიც“, – განაცხადა შამუგიამ.
უწყების ცნობით, ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მართვის ეფექტიანობისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაუმჯობესება, კონსერვაციის უზრუნველყოფა, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ეკოტურიზმის განვითარება.
საგრანტო ხელშეკრულება ითვალისწინებს აჭარის სატყეო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებასაც.
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის ახალი საგრანტო ხელშეკრულება „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“, რომელიც 2021 წლის ივნისშია ხელმოწერილი, 24 მლნ ევრომდე მოცულობის საგრანტო მხარდაჭერას ითვალისწინებს. მიღებული გრანტი განაწილდება დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და აჭარის სატყეო სააგენტოზე. თანხის ერთი ნაწილი მოხმარდება აჭარის სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას, მეორე ნაწილი – დაცული ტერიტორიების ხელშეწყობას, მათ შორის, რაჭასა და შიდა ქართლში ორი ახალი დაცული ტერიტორიის ჩამოყალიბებას.
საქართველოს და გერმანიას შორის განვითარების სფეროში მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში KfW ქვეყანას ეხმარება ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორებიცაა: გარემო და ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
2020-2021 წლებში საქართველოს ამ მიმართულებით დახმარების სახით გამოეყო 200 მლნ ევრო, საიდანაც უკვე მიღებულია 185 მლნ ევრო.