დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 ივნისი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 12 ივნისია, კვირა. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. ადვილად გამონახავენ საერთო ენას განსხვავებული ადამიანებიც. შესაძლებელია რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, რომელიც უამრავ კაშკაშა ემოციას მოიტანს. საქმიანობისას მნიშვნელოვანია, რომ არ გადაიღალოთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 ივნისი>>
ვერძი: კარგი დღეა იდეების გაზიარებისა და ინიციატივის გამოჩენისთვის. თქვენი იდეები ბევრს მოეწონება. ფინანსებთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღებისა, არ დახარჯოთ ბევრი ფული. სანამ რამეს იყიდით, კარგად დაფიქრდით – მართლა გჭირდებათ თუ არა ეს ნივთი.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2020
ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: თუ რამე მნიშვნელოვანი გაქვთ დაგეგმილი, მზად იყავით იმისთვის, რომ სიჯიუტე და შეუპოვრობა გამოიჩინოთ, რადგან ამის გარეშე მიზანს, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევთ. არ აჰყვეთ საქმის შუა გზაზე მიტოვების ცდუნებას. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად – ფულს სწორად განკარგავთ.
ტყუპი: ბევრ სასარგებლო, მათ შორის, რთულ საქმეს გააკეთებთ. კარგად ჩაივლის მგზავრობა. შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად გამგზავრება – დროს შესანიშნავად გაატარებთ. ხელსაყრელი დღეა ასევე შემოქმედებისა და სწავლისთვის. ადვილად შეძლებთ ინფორმაციებისგან სწორი დასკვნების გამოტანას.
კირჩხიბი: გაჩნდება უჩვეულო იდეები, ახალი გეგმები. ენდეთ ინტუიციას – ის გიკარნახებთ, როგორ უნდა მოიქცეთ, რაზე გაამახვილოთ ყურადღება პირველ რიგში. ასევე დაგეხმარებათ დეტალების შემჩნევის უნარი – ამის წყალობით შეცდომებს აარიდებთ თავს. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2017
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით
ლომი: ბევრი პრობლემა დღეს ძალიან ადვილად გადაწყდება. მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ მიზნის მისაღწევად. ინტუიციის მინიშნებებს ყურადღება მიაქციეთ – ის შეიძლება ძალზე მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების პოვნაში დაგეხმაროთ. დღეს მიღებული გადაწყვეტილებები სწორი აღმოჩნდება.
ქალწული: შეიძლება დამოკიდებულება გარშემომყოფებთან შესამჩნევად შეიცვალოს დღეს განსაკუთრებულად ყურადღებით მოგისმენენ. არაა გამორიცხული, რომ თქვენთან მეგობრული ურთიერთობების დაწყების სურვილი გამოთქვან. ასევე შესაძლებელია ლამაზი რომანტიკული კავშირის დაწყება.
სასწორი: მშფოთვარე დღე გელოდებათ. დიდი ალბათობით, გეგმას ვერ მიჰყვებით. შესაძლებელია მოულოდნელი მოვლენები. არაა გამორიცხული თანხის მიღება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის შეხვედრები როგორც საქმიანი, ისე მეგობრული, ასევე რომანტიკული.
ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2017
ქალური მაგია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
მორიელი: ჩვეულ და მარტივ საქმეებსაც კი ყურადღებით მოეკიდოთ. ეს წარმატების მისაღწევად აუცილებელია. ამის წყალობით შეძლებთ ნებისმიერი ბარიერის გადალახვას. დღის მეორე ნახევარი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას დაუთმეთ. არაა გამორიცხული საქმიანი წინადადების მიღება.
მშვილდოსანი: არ ინერვიულოთ წვრილმანების გამო. ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც გინდათ, მაგრამ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. არ იჩქაროთ საყიდლებზე წასვლა, თუ წინასწარ არ გაქვთ დაგეგმილი – შეიძლება მნიშვნელოვანი თანხა დახარჯოთ უსარგებლო ნივთებზე.
თხის რქა: ინტუიცია დაგეხმარებათ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პირველ რიგში და რისი გადადება შეიძლება. თქვენი მოქმედებების თანმიმდევრულობა გარშემომყოფებს ძალიან მოეწონებათ, დახმარებასაც შემოგთავაზებენ. უარი არ თქვათ – საერთო საქმიდან მეგობრული ურთიერთობები შეიძლება დაიწყოს.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2018
სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მერწყული: კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად. ეს განწყობას აგიმაღლებთ და შესაძლოა, საინტერესო აზრებიც გაგიჩნდეთ. გელოდებათ საინტერესო ნაცნობობა. დღეს ვისაც შეხვდებით, ყველაზე ძლიერ, საოცარ შთაბეჭდილებას მოახდენთ. არაა გამორიცხული, რომ ვინმეს ერთი ნახვითაც შეუყვარდეთ.
თევზები: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მეგობრული განწყობა. ეს დაგეხმარებათ ახლობლებთან დაძაბული მომენტების თავიდან აცილებაში. მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ. კარგი დღეა გეგმების დასაწყობად, მომავალზე დასაფიქრებლად.
ყველა ახალი ამბავი
0