Black Sea Arena საკონცერტო სეზონს აგვისტოში გახსნის: პროგრამა

© photo: Sputnik / Denis AslanovBlack Sea Arena
Black Sea Arena - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2022
გამოწერა
ქართველ მელომანებს სხვადასხვა ჟანრის ნადვილი ვარსკვლავთცვენა ელოდება
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena შეკვეთილში საკონცერტო სეზონს აგვისტოში გახსნის.
6 აგვისტოს გახსნაზე დაუკრავს ნიუ-იორკელი დიჯეი და პროდიუსერი მეტ კეინსი (Matt Caines), ფესტივალ Art With Me-ს ერთ-ერთი დამაარსებელი. ის წარდგება მუსიკოსთა პარკის სოციალურ სივრცეში, Black Sea Arena-ს საკონცერტო მოედანთან.
14 აგვისტოს იქვე დაგეგმილია ამერიკელი მომღერლის, მულტიინსტრუმენტალისტისა და კომპოზიტორის, ალენ ჰალსის (Allen Hulsey) კონცერტი.
© Courtesy of Allen Hulseyმომღერალი ალენ ჰალსი
Певец Аллен Халси - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2022
მომღერალი ალენ ჰალსი
15 აგვისტოს წარდგება ცნობილი ფრანგული დისკო-პოპ ჯგუფი L'Impératrice. მათი კონცერტი გაიმართება Front Stage-ზე. ეს Black Sea Arena-ს ექსპერიმენტული მოედანია, რომელიც ღია სიც ქვეშ მდებარეობს.
მეორე დღეს, 16 აგვისტოს, გაიმართება ბრიტანელი პროდიუსერისა და დიჯეის, ლი ბერიჯის (Lee Burridge) საღამო.
© Courtesy of L'Impératriceფრანგული ჯგუფი L'Impératrice
Французская группа L'Impératrice - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2022
ფრანგული ჯგუფი L'Impératrice
20 აგვისტოს მუსიკოსთა პარკის სოციალური სივრცის სტუმრების წინაშე წარდგება იამაიკელ-ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი დაიანა კინგი ( Diana King). მრავალფეროვან საღამოს ელექტრონული მუსიკის სამყაროში ცნობილი ჯგუფი Henry Saiz & The Band დახურავს.
25 აგვისტოს სოციალურ სივრცეში იტალიელი დუეტი Agents Of Time გამოვა.
სოციალური სივრცე მუსიკოსთა პარკში, Black Sea Arena-ის მიმდებარედ შექმნილი სივრცეა, რომლის მიზანიც გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით ერთმანეთსა და გარემოზე ზრუნვას მოიცავს.
ტრადიციულად, შეკვეთილისკენ თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან ავტობუსის რეისები დაინიშნება.
ბილეთების გაყიდვა სოციალური სივრცის ვებგვერდზე უკვე დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0