https://sputnik-georgia.com/20220612/batumsi-saqartvelos-bankze-tavdamsxmels-patimroba-seefarda-267381258.html
ბათუმში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა
ბათუმში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
გამოძიების ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა, მოლარეს თანხა მოსთხოვა, თუმცა ბანკის თანამშრომლების წინააღმდეგობის შემდეგ გაიქცა
2022-06-12T19:20+0400
2022-06-12T19:20+0400
2022-06-12T19:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
აჭარა
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/23/246322392_0:203:2919:1845_1920x0_80_0_0_924b339e618b3b1a87845e836f86cf40.jpg
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა, პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა.გამოძიება ბრალდებულს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, შეიარაღებული ბაქარ მჟავანაძე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა. მან თანხა მოითხოვა და მძევლების აყვანაც სცადა, თუმცა ბანკის თანამშრომლებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც თავდამსხმელმა ადგილზე მყოფთა დასაშინებლად ჰაერში გაისროლა. მჟავანაძე დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა.დაკავებულმა განაცხადა სასამართლოზე, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება აბსურდულია, მაგრამ ამ განცხადებას რაიმე განმარტება არ მოჰყოლია.მორიგი სასამართლო სხდომა 2 აგვისტოს ჩაინიშნა.საქართველოში ყველაზე ხშირად ყაჩაღობის მცდელობები სწორედ „საქართველოს ბანკში“ ხდება. ყველაზე გახმაურებული დანაშაული ბანკის წინააღმდეგ 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა - თავდამსხმელმა ზუგდიდის ბანკის ფილიალის დაყაჩაღება და მიმალვა ისე მოახერხა, რომ მას დღემდე ეძებენ. გახმაურებულ საქმეში ეჭვმიტანილი ბადრი ესებუაა.
საქართველო
ბათუმი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/23/246322392_94:0:2825:2048_1920x0_80_0_0_2758f73dfbfe4e5a3acb4c95f44fcb5f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბათუმი „საქართველოს ბანკი“ თავდამსხმელი ბაქარ მჟავანაძე პატიმრობა
ბათუმი „საქართველოს ბანკი“ თავდამსხმელი ბაქარ მჟავანაძე პატიმრობა
ბათუმში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა
გამოძიების ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა, მოლარეს თანხა მოსთხოვა, თუმცა ბანკის თანამშრომლების წინააღმდეგობის შემდეგ გაიქცა
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა, პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა.
გამოძიება ბრალდებულს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, შეიარაღებული ბაქარ მჟავანაძე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა. მან თანხა მოითხოვა და მძევლების აყვანაც სცადა, თუმცა ბანკის თანამშრომლებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც თავდამსხმელმა ადგილზე მყოფთა დასაშინებლად ჰაერში გაისროლა. მჟავანაძე დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა.
დაკავებულმა განაცხადა სასამართლოზე, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება აბსურდულია, მაგრამ ამ განცხადებას რაიმე განმარტება არ მოჰყოლია.
მორიგი სასამართლო სხდომა 2 აგვისტოს ჩაინიშნა.
საქართველოში ყველაზე ხშირად ყაჩაღობის მცდელობები სწორედ „საქართველოს ბანკში“ ხდება. ყველაზე გახმაურებული დანაშაული ბანკის წინააღმდეგ 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა - თავდამსხმელმა ზუგდიდის ბანკის ფილიალის დაყაჩაღება და მიმალვა ისე მოახერხა, რომ მას დღემდე ეძებენ. გახმაურებულ საქმეში ეჭვმიტანილი ბადრი ესებუაა.