Ad Black Sea: ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnikბათუმის ხედი
ბათუმის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2022
გამოწერა
Ad Black Sea – ეს სარეკლამო ინდუსტრიის მოღვაწეების, ექსპერტებისა და სპეციალისტების საერთაშორისო მოედანია.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ბათუმში 16-17 სექტემბერს ორწლიანი კოვიდ-პაუზის შემდეგ გაიმართება რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea 2022, ნათქვამია ფესტივალის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ფესტივალი Ad Black Sea – ეს სარეკლამო ინდუსტრიის მოღვაწეების, ექსპერტებისა და სპეციალისტების საერთაშორისო მოედანია. ფორუმი მოწოდებულია, მონაწილეებში დანერგოს ახალი იდეები და სიახლეები და ამასთანავე მიზნად ისახავს სარეკლამო სფეროში საუკეთესო რეკლამის გამოვლენას.
ბათუმში Ad Black Sea ფესტივალზე ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს ათობით ქვეყნის წამყვანი სარეკლამო სააგენტოს უამრავი ნამუშევარი. სარეკლამო ბაზრის მოთამაშეებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი საუკეთესო პროექტები მრავალ კონკურსში.
ფესტივალი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამას სემინარებითა და მასტერკლასებით, ექსკურსიებითა და კულტურულ-გასართობი პროგრამით.
ფესტივალი საუკეთესო სარეკლამო სააგენტოების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დასრულდება. ფორუმის სხვა დეტალები ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე უახლოეს დროს გამოჩნდება.
ყველა ახალი ამბავი
0