თბილისში ავარიაში დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს ოპერაცია დასჭირდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2022
გამოწერა
ერთმანეთს შეეჯახა ორი ავტობუსი, რომლებსაც ბულგარეთის გუნდის მოთამაშეები თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში გადაჰყავდა
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელს, ტოდორ ნედელევს, რომელიც თბილისში ავარიაში დაშავდა, ოპერაცია ჩაუტარდა, იუწყება News-Georgia.
ორი ავტობუსი, რომლებსაც ბულგარეთის გუნდის მოთამაშეები თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში გადაჰყავდა, ერთმანეთს ღამით შეეჯახნენ. ავტობუსებს, უეფას წესების მიხედვით, პოლიციის ესკორტი აცილებდა.
29 წლის ნედელევი ინგოროყვას კლინიკაში ქალა-ტვინის ტრავმით გადაიყვანეს. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სპორტსმენს თავში შუშის ნამსხვრევი გაეჭედა. პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა - ოპერაცია ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა, იუწყება ბულგარეთის მედია.
თბილისში ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა: ერთი ფეხბურთელი დაშავდა >>
აღსანიშნავია, რომ ნედელევს ასევე გულმკერდის ტრავმა აქვს. ის მკურნალობას აგრძელებს.
2022-2023 წლების ერთა ლიგის თამაში 12 ივნისს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, თბილისში, დავით პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. საქართველომ პირველი მატჩი ბულგარეთთან ანგარიშით 5:2 მოიგო.
წყარო - News-Georgia.
ყველა ახალი ამბავი
0