თბილისში ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა: ერთი ფეხბურთელი დაშავდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია ადგილზე
საპატრულო პოლიცია ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2022
გამოწერა
ავარიის შედეგად, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ავტობუსი, რომელსაც ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრები თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა, იუწყება „პირველი არხი“.
წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი ორი ავტობუსის შეჯახება გახდა, ორივე ავტობუსს გადაჰყავდა ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც დღეს ჩამოფრინდნენ. ავტობუსებს, უეფას წესების მიხედვით, პოლიციის ესკორტი აცილებდა.
ავარია ღამით, გვირაბში მოხდა.
ავარიის შედეგად ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა - ის უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი. გუნდის სხვა წევრები არ დაშავებულან.
2022-2023 წლების ერთა ლიგის თამაში 12 ივნისს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, თბილისში, დავით პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. საქართველომ პირველი მატჩი ბულგარეთთან ანგარიშით 5:2 მოიგო.
ყველა ახალი ამბავი
0