https://sputnik-georgia.com/20220611/kalaze-evroparlamentis-rezolucia-qartveli-xalxis-seuracxyofaa-267349592.html
კალაძე: ევროპარლამენტის რეზოლუცია ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა
კალაძე: ევროპარლამენტის რეზოლუცია ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა
Sputnik საქართველო
თუ თითოეულ ჩვენგანს სანქციებს დაგვიწესებენ, ქვეყანა ომში მაინც არ ჩაერთვება, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა.
2022-06-11T10:30+0400
2022-06-11T10:30+0400
2022-06-11T10:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251765398_0:362:1334:1112_1920x0_80_0_0_aa1ea1ea30d71b9da1475765e9571e63.jpg
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა, - ამის შესახებ თბილისის მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.ხუთშაბათს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გააკრიტიკა ხელისუფლება მედიაგარემოში არსებული სიტუაციის გამო, ხოლო ერთ-ერთი პუნქტი მმართველი პარტიის დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ინდივიდუალური სანქციების შემოღების რეკომენდაციას მოიცავს.ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო არ ჩაერთვება ომში, იმ შემთხვევაშიც თუ სანქციები ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს შეეხება.„თითოეულ ჩვენგანს სანქციები რომ დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება, ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში, ჩვენზე უკეთესი ინფრასტრუქტურა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჯარები ჰყავთ, ხალხის რაოდენობითაც უფრო მეტნი არიან. საქართველოს არასდროს არ დაუხევია უკან, ჩვენ ძალიან დიდი ხარკი გავიღეთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, - განაცხადა კალაძემ.რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, მასში საუბარია საქართველოში ბოლო წლებში გაუარესებულ მედიაგარემოზე, ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის მრავალ ფაქტზე.„არავის არ ვიწყალებ. მორჩით სპეკულაციებს!“ - პრეზიდენტი პოსტს აქვეყნებს >>ევროპარლამენტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას დემოკრატიის მაღალი სტანდარტები, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანი გამოძიების პრინციპები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში. ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „მთავარი არხის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია.ამასთან, ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, მიანიჭონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი „დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, თუ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს“. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები ამას იმსახურებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251765398_0:360:1334:1361_1920x0_80_0_0_f09444154bfa9aa5e50a7b34d659c703.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კახა კალაძე ევროპარლამენტი რეზოლუცია საქართველო ხალხი შეურაცხყოფა
კახა კალაძე ევროპარლამენტი რეზოლუცია საქართველო ხალხი შეურაცხყოფა
კალაძე: ევროპარლამენტის რეზოლუცია ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა
თუ თითოეულ ჩვენგანს სანქციებს დაგვიწესებენ, ქვეყანა ომში მაინც არ ჩაერთვება, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა.
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა, - ამის შესახებ თბილისის მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
ხუთშაბათს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გააკრიტიკა ხელისუფლება მედიაგარემოში არსებული სიტუაციის გამო, ხოლო ერთ-ერთი პუნქტი მმართველი პარტიის დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ინდივიდუალური სანქციების შემოღების რეკომენდაციას მოიცავს.
„ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ და ვნახეთ რეზოლუციის სახით, არის აბსოლუტურად სამარცხვინო, ეს იყო ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო არ ჩაერთვება ომში, იმ შემთხვევაშიც თუ სანქციები ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს შეეხება.
„თითოეულ ჩვენგანს სანქციები რომ დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება, ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში, ჩვენზე უკეთესი ინფრასტრუქტურა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჯარები ჰყავთ, ხალხის რაოდენობითაც უფრო მეტნი არიან. საქართველოს არასდროს არ დაუხევია უკან, ჩვენ ძალიან დიდი ხარკი გავიღეთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, მასში საუბარია საქართველოში ბოლო წლებში გაუარესებულ მედიაგარემოზე, ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის მრავალ ფაქტზე.
ევროპარლამენტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას დემოკრატიის მაღალი სტანდარტები, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანი გამოძიების პრინციპები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში. ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „მთავარი არხის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია.
ამასთან, ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, მიანიჭონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი „დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, თუ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს“. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები ამას იმსახურებს.