https://sputnik-georgia.com/20220610/zurabisvilis-posti-267344506.html
„არავის არ ვიწყალებ. მორჩით სპეკულაციებს!“ - პრეზიდენტი პოსტს აქვეყნებს
„არავის არ ვიწყალებ. მორჩით სპეკულაციებს!“ - პრეზიდენტი პოსტს აქვეყნებს
Sputnik საქართველო
არავინ და არაფერი დგას ქვეყნის მომავალზე წინ, მათ შორის, არც სააკაშვილი და გვარამია, აღნიშნა პრეზიდენტმა. 10.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-10T20:59+0400
2022-06-10T20:59+0400
2022-06-10T23:19+0400
საქართველო
პოლიტიკა
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868328_0:590:1600:1490_1920x0_80_0_0_9f44e02ab27d66d45ef42c93fcaa8cdc.jpg
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლის, რაზეც პრეზიდენტი „ფეისბუქზე“ წერს.მანამდე პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ახლა მთავარია საქართველოს ევროინტეგრაცია და ქვეყნის მომავლის დაცვა, ხოლო კონკრეტულ პიროვნებებზე ზრუნვა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ არასდროს შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. ექს-პრეზიდენტი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად გაუარესდა, რომელიც მან დაკავებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან გამოაცხადა. ოჯახი და მისი მხარდამჭერები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას მოითხოვენ.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868328_0:589:1600:1789_1920x0_80_0_0_93d1e2edf7b9440f9f17f31d156c00c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ახალი ამბები, სალომე ზურაბიშვილი , მიხეილ სააკაშვილი
საქართველო, პოლიტიკა, ახალი ამბები, სალომე ზურაბიშვილი , მიხეილ სააკაშვილი
„არავის არ ვიწყალებ. მორჩით სპეკულაციებს!“ - პრეზიდენტი პოსტს აქვეყნებს
20:59 10.06.2022 (განახლებულია: 23:19 10.06.2022) არავინ და არაფერი დგას ქვეყნის მომავალზე წინ, მათ შორის, არც სააკაშვილი და გვარამია, აღნიშნა პრეზიდენტმა.
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლის, რაზეც პრეზიდენტი „ფეისბუქზე“ წერს.
„არა და არასოდეს, არავის არ ვიწყალებ, მორჩით სპეკულაციებს“, — ნათქვამია ზურაბიშვილის პოსტში.
მანამდე პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ახლა მთავარია საქართველოს ევროინტეგრაცია და ქვეყნის მომავლის დაცვა, ხოლო კონკრეტულ პიროვნებებზე ზრუნვა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.
„მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვა. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ არასდროს შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. ექს-პრეზიდენტი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად გაუარესდა, რომელიც მან დაკავებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან გამოაცხადა. ოჯახი და მისი მხარდამჭერები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას მოითხოვენ.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.