გორში „ლიბრეს“ მაღაზიის დაყაჩაღება: პოლიციამ ორი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2022
გამოწერა
თავდამსხმელებმა სუპერმარკეტიდან სეიფი გაიტაცეს, რომელშიც 815 ლარი იყო. ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავა, აქედან ერთი არასრულწლოვანია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 8 ივნისს გორში, ღამის საათებში ყაჩაღურად თავს დაესხნენ სუპერმარკეტების ქსელ „ლიბრეს“ ფილიალს. თავდამსხმელებმა სუპერმარკეტის მოლარესა და კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, შემდეგ კი სუპერმარკეტიდან გაიტაცეს სეიფი მასში მოთავსებული 815 ლარით.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ 17 და 19 წლის პირები დააკვა.
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური
ყველა ახალი ამბავი
0