ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დაინიშნა

© courtesy of Georgian Railwayმატარებელი თბილისი-ბათუმი
მატარებელი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2022
გამოწერა
დამატებითი რეისი გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო დაინიშნა.
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო „საქართველოს რკინიგზამ“ 12-13 ივნისს ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.
კერძოდ, 12-დან 13 ივნისის ჩათვლით დამატებითი მატარებელი თბილისიდან 00:25 საათზე გავა და ბათუმში 06:11 საათზე ჩავა. ეს რეისი ბათუმიდან 00:20 საათზე გამოვა, ხოლო თბილისში 06:09 საათზე ჩამოვა.
მგზავრებს მატარებლების მოძრაობის განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ „საქართველოს რკინიგზის“ ვებ-გვერდზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, „საქართველოს რკინიგზის" სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0