ტურისტების რაოდენობა იზრდება - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Mindia Davitadze Photographyტურისტები გერგეტზე
ტურისტები გერგეტზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
საქართველოში ტურისტების ძირითადი ნაწილი სახმელეთო გზით შემოვიდა.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარი–მაისში საქართველოს რუსეთის 156,9 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 443,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით და 70,9%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების მონაცემებით, 2022 წლის იანვარი–მაისში საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 257,8%-ით გაიზარდა.
საქართველომ ხუთ თვეში 1,2 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც პანდემიამდელ, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 60,5%-ით ნაკლებია.
„პანდემიური სინდრომი“ ტურიზმში, ანუ რა ელოდება საქართველოს 2022 წელს>>>
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან 906,7 ათასი ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 213,8%-ით მეტია 2021 წლის იანვარი–მაისთან შედარებით. 2019 წელთან შედარებით ნაკადი 54,8%-ით აღდგა.
ვინ ლიდერობს საქართველოში ვიზიტებით
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განახორციელეს თურქეთის მოქალაქეებმა – თითქმის 200 ათასი, რაც 2021 წელთან შედარებით 113,4%-ით მეტია და 45,6%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.
ასევე გაიზარდა ქართული დიასპორის წარმომადგენლების რაოდენობაც, რომლებმაც ისტორიული სამშობლო მოინახულეს. იანვარი–მაისში ისინი ქვეყანაში 100,7 ათასჯერ შემოვიდნენ. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 175,8%-ით მეტია.
როგორ შემოდიან ტურისტები საქართველოში
საქართველოში ტურისტების ძირითადი ნაწილი – 55,9% სახმელეთო გზით შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, მეორე ადგილზე კი „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტია.
მეორე ადგილზეა საჰაერო გზა (უცხოელების 43,2%) – ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც თითქმის 320,3 ათასმა ტურისტმა ისარგებლა.
წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ყველა ახალი ამბავი
0