Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მემუქრებოდა...“ - როგორ აღმოჩნდა ძალადობის მსხვერპლი თამრიკო ჭოხონელიძე

© Facebook / Tamriko Chokhonelidzeთამრიკო ჭოხონელიძე
თამრიკო ჭოხონელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში თამრიკო ჭოხონელიძემ ისაუბრა იმის შესახებ, როდის შეეშინდა, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა.

„კინაღამ აღმოვჩნდი, ოღონდ სრულიად უცხო ადამიანისგან, ძალადობის მსხვერპლი. 13 ივნისს, როცა დიმა ობოლაძე გამოვიდა და გამოაცხადა, რომ იყო ნიღბების სამმაგ ფასში გაყიდვის შემთხვევები და ასევე ტაქსისტებისგან გაზრდილი ტარიფები, დავწერე პოსტი. პირად გვერდზე გამომეხმაურა ადამიანი, რომელიც იგინებოდა. ვიფიქრე, რომ შევეშალე, მაგრამ, არ შემეშალეო. ვხედავ, მამრობითი სქესია. აღმოჩნდა ტაქსისტი, რომელმაც თავისი ეს საქციელი გაამართლა. ერთი თვის განმავლობაში ისიც ვერ მოვიფიქრე, რომ დამებლოკა. მემუქრებოდა“, – აღნიშნა მომღერალმა.

მისი თქმით, ამ შემთხვევის გამო ისე შეეშინდა, რომ ორივე თვალზე ბადურის ჩამოშლა დაეწყო და საოპერაციო გახდა.
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
2021 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 8,4 ათასი ადამიანი გახდა
ჭოხონელიძის თქმით, ბოლოს ყველაფერი მეგობარს გაანდო, რომელიც საპატრულო პოლიციაში გაყვა და ამ ადამიანს უჩივლა.

„დაიბარეს. ისეთ დიდ გულზე მწერდა, ზუსტად ვიცოდი, რომ მშიშარა იქნებოდა. ვთხოვე წარმომადგენლებს, ვინც ჩაიბარა ჩემი განცხადება, შემახვედრეთ-მეთქი. ისეთი ლაჩარი ამოვიდა კიბეებზე, ჩია, სუსტი. შევხედე თვალებში და ვკითხე, შენ ის კაცი ხარ, ვინც ამას წერდი-მეთქი? აი, ეს მინდოდა მენახა-მეთქი“, – გაიხსენა მომღერალმა.

ყველა ახალი ამბავი
0