https://sputnik-georgia.com/20220301/2021wels-ojaxuri-zaladobis-msxverpli-8400-adamiani-gaxda-264858574.html
2021 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 8,4 ათასი ადამიანი გახდა
2021 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 8,4 ათასი ადამიანი გახდა
Sputnik საქართველო
ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია, რომლის მსხვერპლი უფრო ხშირად ქალები ხდებიან.
2022-03-01T11:18+0400
2022-03-01T11:18+0400
2022-03-01T17:16+0400
საქართველო
შემთხვევები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/07/240480721_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_6ecd536dbc0b635205b18e662a2fa2d1.jpg
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. 2021 წელს საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი დაახლოებით 8,4 ათასი ადამიანი გახდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.„საქსტატის“ ცნობით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ძირითადად ქალები არიან. 2021 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 6.940 ქალი გახდა. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულის სტატუსი 1.389 მამაკაცმა მიიღო.ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაახლოებით 43% თბილისის, 57% კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებია.მსხვერპლთა ასაკი 18-დან 60 წლამდეა. ამასთან, 2021 წელს ძალადობის მსხვერპლი გახდა 579 ბავშვი და 60 წელს ზემოთ 1.251 ადამიანი. აღნიშნულ პერიოდში პოლიციამ სულ გამოწერა 9.376 შემაკავებელი ორდერი, აქედან 6.940 ქალებზე, 1.398 კი მამაკაცებზე.ამასთან, 2021 წელს საქართველოში დაფიქსირდა ფსიქოლოგიური ძალადობის 8.627, ფიზიკური ძალადობის 2.494, ეკონომიკური 203 და 50 სექსუალური ძალადობის შემთხვევები.2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.წყარო: „საქსტატი“
https://sputnik-georgia.com/20210111/saqarTveloSi-ojaxuri-Zaladobis-SemTxvevebi-ar-mcirdeba-250587290.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/07/240480721_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_2cf76b184f4540d4368889b99496a66a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ოჯახური ძალადობა საქსტატი
საქართველო ოჯახური ძალადობა საქსტატი
2021 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 8,4 ათასი ადამიანი გახდა
11:18 01.03.2022 (განახლებულია: 17:16 01.03.2022) ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია, რომლის მსხვერპლი უფრო ხშირად ქალები ხდებიან.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. 2021 წელს საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი დაახლოებით 8,4 ათასი ადამიანი გახდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის“ ცნობით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ძირითადად ქალები არიან. 2021 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 6.940 ქალი გახდა. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულის სტატუსი 1.389 მამაკაცმა მიიღო.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაახლოებით 43% თბილისის, 57% კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებია.
მსხვერპლთა ასაკი 18-დან 60 წლამდეა. ამასთან, 2021 წელს ძალადობის მსხვერპლი გახდა 579 ბავშვი და 60 წელს ზემოთ 1.251 ადამიანი.
აღნიშნულ პერიოდში პოლიციამ სულ გამოწერა 9.376 შემაკავებელი ორდერი, აქედან 6.940 ქალებზე, 1.398 კი მამაკაცებზე.
ამასთან, 2021 წელს საქართველოში დაფიქსირდა ფსიქოლოგიური ძალადობის 8.627, ფიზიკური ძალადობის 2.494, ეკონომიკური 203 და 50 სექსუალური ძალადობის შემთხვევები.
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.