https://sputnik-georgia.com/20220610/kanioningi-kapnistavshi-acharashi-axali-turistuli-adgili-gaixsna-267333657.html
კანიონინგი კაპნისთავში - აჭარაში ახალი ტურისტული ადგილი გაჩნდა
კანიონინგი კაპნისთავში - აჭარაში ახალი ტურისტული ადგილი გაჩნდა
Sputnik საქართველო
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე 2015 წლიდან მუშაობს. 10.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-10T17:22+0400
2022-06-10T17:22+0400
2022-06-10T21:11+0400
საქართველო
აჭარა
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0a/267323159_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_4cbdb2bbc21b19948f9f52af1c3065f5.jpg
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში კიდევ ერთი კანიონი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.კაპნისთავის კანიონი, სადაც კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობდა, ტურისტების მისაღებად უკვე მზადაა.კანიონინგი – ესაა კანიონების გადალახვა მცურავი საშულებების გარეშე, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით: კლდეზე ცოცვა, თოკით დაშვება, წყალში ხტომა, ცურვა და სხვ.კაპნისთავის კანიონი ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპნისთავში მდებარეობს.უწყების ცნობით, უჩხოს კანიონის შემდეგ ეს რიგით მეორე კანიონია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ რეგიონში მოაწყო.კანიონინგის პირველი მარშრუტი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უჩხოს ხეობაში 2020 წელს მოაწყო, სადაც ულამაზეს ხეობაში მდებარე 1,5 კმ სიგრძის კანიონი და 12 კასკადოვანი ჩანჩქერია.აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე 2015 წლიდან მუშაობს. სააგენტოს მიერ ამ დროისათვის აჭარაში მარკირებულია 15 ტურისტული მარშრუტი. მიმდინარეობს მუშაობა სხვა ტურისტული პროდუქტების შექმნაზეც.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0a/267323159_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_17598255c177fe4d4ab6270dec6fa39e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
კანიონინგი კაპნისთავში - აჭარაში ახალი ტურისტული ადგილი გაჩნდა
17:22 10.06.2022 (განახლებულია: 21:11 10.06.2022) აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე 2015 წლიდან მუშაობს.
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში კიდევ ერთი კანიონი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
კაპნისთავის კანიონი, სადაც კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობდა, ტურისტების მისაღებად უკვე მზადაა.
კანიონინგი – ესაა კანიონების გადალახვა მცურავი საშულებების გარეშე, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით: კლდეზე ცოცვა, თოკით დაშვება, წყალში ხტომა, ცურვა და სხვ.
კაპნისთავის კანიონი ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპნისთავში მდებარეობს.
„600 მეტრი სიგრძის კანიონზე ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულებს 8 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვება შეუძლიათ, რომელთაგან ყველაზე მაღალი 35 მეტრია. სოფელი კაპნისთავი ულამაზეს ხეობაში ჩაფლული ჩანჩქერების სიუხვით, საცალფეხო ბილიკებით, ხელოვნურად შექმნილი აუზებით, საკემპინგე ადგილებით, სოფლის ცენტრში არსებული ღია მუზეუმით და უძველესი წისქვილებით გამორჩეული ტურისტული ადგილია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, უჩხოს კანიონის შემდეგ ეს რიგით მეორე კანიონია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ რეგიონში მოაწყო.
კანიონინგის პირველი მარშრუტი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უჩხოს ხეობაში 2020 წელს მოაწყო, სადაც ულამაზეს ხეობაში მდებარე 1,5 კმ სიგრძის კანიონი და 12 კასკადოვანი ჩანჩქერია.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე 2015 წლიდან მუშაობს. სააგენტოს მიერ ამ დროისათვის აჭარაში მარკირებულია 15 ტურისტული მარშრუტი. მიმდინარეობს მუშაობა სხვა ტურისტული პროდუქტების შექმნაზეც.