საქართველოს ნაკრების მორიგი გამარჯვება: ფეხბურთელებმა მაკედონიის ნაკრები გაანადგურეს

© The Georgia national football team საქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 9 ქულით C დივიზონის მე-4 ჯგუფის უპირობო ლიდერია.
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია სტუმრად, სკოპიეში ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე 3:0 დაამარცხა.
გუნდებს შორის მატჩის პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულდა. პირველი გოლი კი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ მეორე ტაიმის დასაწყისში 52-ე წუთზე გაიტანა, რასაც ზუსტად 10 წუთში 62-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლი მოჰყვა, მესამე გოლი კი ოთარ კიტეიშვილმა მატჩის მიწურულს 84-ე წუთზე გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოლოს 2020 წელს შინ, „დინამო არენაზე“ 0:1 დაამარცხა და ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზურიც გამოსტაცა.
„თბილისში კარგი მოგონებებით უნდა დავბრუნდეთ" - სანიოლი ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ >>
ერთა ლიგის C4 ჯგუფის პარალელურ მატჩში გიბრალტარმა და ბულგარეთმა ფრედ 1:1 ითამაშეს, შედეგად სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ლიდერობს 9 ქულით. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ მაკედონია 4 ქულით, შემდეგ მოდის ბულგარეთის ნაკრები 2 ქულით და გიბრალტარი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულა აქვს.
ეროვნული ნაკრები შემდეგ მატჩს ბულგარეთის ნაკრებთან შინ, „დინამო არენაზე“ გამართავს. თამაში 12 ივნისს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0