„თბილისში კარგი მოგონებებით უნდა დავბრუნდეთ" - სანიოლი ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ

© photo: Sputnik / Stringerვილი სანიოლი
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრა ქალაქ სკოპიეში დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის ერთა ლიგის გათამაშების მესამე ტურის მატჩისთვის ემზადება, სადაც ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრად დღეს, 9 ივნისს სკოპიეში ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მანამდე „ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალი შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოლოს 2020 წელს დაამარცხა და ამ გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა. ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ამ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება:

„მე იმ პერიოდში გუნდთან არ ვმუშაობდი და ჩემთვის ეს რევანშის საკითხი არ არის. იგივე შეჯიბრია, მაგრამ ახლა მთავარია მომავალი მატჩი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ფორმა და თბილისში კარგი მოგონებებით დავბრუნდეთ", – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

მისი თქმით, შეკრებაზე მყოფი ყველა ქართველი ფეხბურთელი მომავალი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები C დივიზონის მე-4 ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. ჩრდილოეთ მაკედონიას 4, ბულგარეთს 1 ქულა აქვს, ხოლო გიბრალტარი უქულოდაა.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრის პარალელურად 9 ივნისს ბულგარეთი სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.
ყველა ახალი ამბავი
0