ბათუმში შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი ბანკის დაყაჩაღებას, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტით ცდილობდა.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ბათუმში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლების აყვანა სცადა.
შემთხვევა დღეს, 10 ივნისს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი თანხას მოითხოვდა და მძევლების აყვანაც სცადა, თუმცა ბანკის თანამშრომლებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც თავდამსხმელმა ადგილზე მყოფთა დასაშინებლად ჰაერში გაისროლა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი ბანკის დაყაჩაღებას, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტით ცდილობდა.
ამ დროისათვის მძარცველი დაკავებულია.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0