მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე 17 ივნისს იმსჯელებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ევროკომისია 17 ივნისს განიხილავს რეკომენდაციას უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, განაცხადა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ მამერმა.

„ევროკომისია ამ საკითხზე ორშაბათს, 13 ივნისს გამართავს შესავალ დისკუსიას, საბოლოო განხილვა და გადაწყვეტილება 17 ივნისს იქნება მიღებული ევროკომისიის საბჭოს სხდომაზე“, — განაცხადა მან.

მისი თქმით, ევროკომისიამ უნდა ჩამოაყალიბოს რეკომენდაცია კიევისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რომელსაც შემდგომ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებისა და სახელმწიფოთა მეთაურების სამიტი განიხილავს 23-24 ივნისს.
ევროკომისიის რეკომენდაცია, დაიწყოს მოლაპარაკებები ამა თუ იმ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, პირველი ნაბიჯია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამის შემდეგ ქვეყანამ ევროპელ მომლაპარაკებლებთან უნდა შეათანხმოს პირობები, რომლებიც შესასრულებელი ექნება. მოლაპარაკების პროცესს შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს.
აღინიშნება, რომ ეს გზა ყველაზე სწრაფად ფინეთმა გაიარა — ის სამ წელიწადში გახდა გაერთიანების წევრი. თურქეთმა კი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2005 წლის შემოდგომაზე დაიწყო, მაგრამ ამჟამადაც მათი დასრულების პერსპექტივა ჯერ კიდევ არ ჩანს.
თუმცა, უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით, რომ ქვეყანას წევრობის კანდიდატის სტატუსი დაჩქარებული წესით მიენიჭოს.
ყველა ახალი ამბავი
0