„შვილებს ყველაფერი მოსწონთ, რასაც ვხატავ“ - მრავალშვილიანი დედა მოლბერტთან

© photo: courtesy of Shorena Mondadzeშორენა მონდაძე ოჯახთან ერთად
შორენა მონდაძე ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
ღმერთის ყველაზე დიდ წყალობად ოჯახს, შვილებს თვლის, ამიტომ შემთხვევით არ ჰქვია მის ერთ-ერთ შვილს წყალობა. შვილი კი შორენა მონდაძეს 11 ჰყავს...
მისი ოჯახი სოფელ ნასაგურში ცხოვრობს. გარდა იმისა, რომ მრავალშვილიანი დედაა, არაჩვეულებრივად ხატავს. ძირითადად საბავშვო თემატიკა უყვარს და ეს ბუნებრივიცაა. მის ოჯახში სიკეთე მთავარი ღირებულებაა და აქ ბავშვები შრომას თავიდანვე ეჩვევიან.
თავმდაბალია და საკუთარ თავს მოყვარულად თვლის, თუმცა მის ნახატებში პროფესიონალის ხედვა შეინიშნება. მათში სიცოცხლე ჩქეფს და ისინი პოზიტიური გზავნილებია სამყაროში.
© photo: courtesy of Shorena Mondadzeშორენა მონდაძე
შორენა მონდაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
შორენა მონდაძე
- ქალბატონო შორენა, რომელია თქვენი ყველაზე ნათელი მოგონება ბავშვობიდან?
- მე თოიძის სამხატრო სასწავლებელი დავამთავრე, მაგრამ ვთვლი, რომ მოყვარული მხატვარი ვარ. ყველაზე ნათლად ბავშვობის ემოცია მახსენდება, როდესაც ჩემი ნახატების გამოფენაზე ერთ-ერთი ესკიზი ძალიან მოეწონა სახელგანთქმულ მხატვარსა და მოქანდაკეს გივი მიზანდარს, მისგან ქებაც დავიმსახურე. ის სიტყვები ჩემთვის დიდ მოტივაციად იქცა.
© photo: courtesy of Shorena Mondadzeშორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
შორენა მონდაძის შემოქმედება
- ძირითადად საბავშვო თემატიკას ხატავთ...
- ალბათ ბავშვობის სიკეთე ჩემშიცაა შემორჩენილი, ამიტომ განსაკუთრებით მიყვარს საბავშვო თემატიკაზე ხატვა. ძირითადად ცნობილი ნახატების ასლებს ვქმნი. მომწონს სოციალური თემატიკის ნამუშევრები. ფოტოებს რაც შეეხება, პირველად ფოტოდან ჩემი შვილის პორტრეტი დავხატე. დღეს უკვე შეკვეთებზეც ვმუშაობ.
© photo: courtesy of Shorena Mondadzeშორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
შორენა მონდაძის შემოქმედება
- ხატვის ნიჭი თუ გამოჰყვა თქვენს რომელიმე შვილს და მეუღლე როგორ აფასებს თქვენს ნახატებს?
- ბავშვებს ხატვის ნიჭი გამოჰყვათ. გატაცებული არ არიან, მაგრამ თუ მოუნდებათ, დახატავენ. ერთი მათგანი ძალიან კარგად ძერწავს პლასტილინით. ჩემი მეუღლე სასულიერო პირია და ძალიან მოსწონს ჩემი ნამუშევრები. მისი თხოვნით ძირითადად ბიბლიური თემატიკის შემცველი რამდენიმე ნამუშევარი მაქვს დახატული.
© photo: courtesy of Shorena Mondadzeშორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
შორენა მონდაძის შემოქმედება
- აზრს თუ ეკითხებით შვილებს, როცა საბავშვო თემატიკაზე ხატავთ?
- უფროსებს ხატვის ყველა ეტაპზე ვეკითხები აზრს: აქ როგორ გავაკეთო, როგორ აჯობებს, და მათ რჩევებს ვითვალისწინებ. შვილებს ყველაფერი მოსწონთ, რასაც ვხატავ და ჩემი პირველი შემფასებლებიც ისინი არიან. ზოგჯერ თემებსაც მიკვეთავენ.
© photo: courtesy of Shorena Mondadzeშორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
შორენა მონდაძის შემოქმედება
- ვიცი, რომ მათ შრომასაც ბავშვობიდან აჩვევთ...
- ჩვენ თხების მეურნეობა გვაქვს, ასი თხა გვყავს. ჩემი ერთ-ერთი პატარა გოგო თვითონ წველის თხებს, მათ არავის აკარებს ახლოს. ძალიან მინდა, რომ ბავშვებმა შრომის ფასი პატარაობიდან იცოდნენ...
© photo: courtesy of Shorena Mondadzeშორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
შორენა მონდაძის შემოქმედება
- მეურნეობაში ბევრი საქმე გექნებათ და საყვარელი საქმისთვის როგორ იცლით?
- დიახ, საყვარელი საქმიანობისთვის ცოტა დრო მრჩება ხოლმე, მაგრამ ხატვას მაინც ვახერხებ, ძირითადად, საღამოს. ღამე როცა არ მეძინება და მუზა მომივლის, სიამოვნებით დავხატავდი, მაგრამ შუქს ვერ ვუნთებ ბავშვებს. ღმერთის ყველაზე დიდ წყალობად ოჯახი და შვილები მიმაჩნია.
ნინი მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0