გომი-საჩხერე -ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

© Roads Department of Georgiaგზის რემონტი
გზის რემონტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
განახლებული გზა ჭიათურასა და ზესტაფონს ერთმანეთთან უმოკლესი გზით დააკავშირებს.
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზის 32,5 კმ-იან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ჭიათურაში იწყება და ზესტაფონში სრულდება.
ჭიათურა–ზესტაფონის მონაკვეთზე გზის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, ასევე მრავლად იყო დამეწყრილი ადგილები, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა.
უწყების ცნობით, ეს გზა აღმოსავლეთი–დასავლეთის ცენტრალურ მაგისტრალზე რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ერთ-ერთი ძირითადი ალტერნატივაა და მის გამართულ ექსპლუატაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თუ სატრანზიტო ტრანსპორტის უწყვეტი გადაადგილებისთვის.
ამასთან, ეს გზა სამ მუნიციპალიტეტს ერთმანეთთან და გზის მიმდებარე სოფლებს რაიონულ ცენტრთან აკავშირებს.
„განახლებული გზა ჭიათურასა და ზესტაფონს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან“, – აღნიშნავენ უწყებაში.
32,5 კმ გზის რეაბილიტაცია გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზაზე ორი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
მიმდინარეობს ზესტაფონი-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია>>
პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ახალი წყალარინების სისტემა, გზის საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით მოეწყობა ახალი საგზაო ნიშნები, თვალამრიდები და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 38.746.900 ლარია.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ უკვე გამოცხადდა ტენდერი გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზის 16 სხვადასხვა (84-107 კმ) მონაკვეთზე არსებული დამეწყრილი უბნების რეაბილიტაციის მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0