მიმდინარეობს ზესტაფონი-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

© courtesy of Roads departmentგზის მშენებლობა
გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
ადგილობრივ გზებთან მოეწყობა მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ასევე მოინიშნება და შემოიფარგლება გზის სავალი ნაწილი.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის 21-კილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეპარტამენტის ცნობით, გზის სრული რეაბილიტაცია ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას მოიცავს.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარისა და სანიაღვრე მილების მოწყობის, ძველი ასფალტ-ბეტონის ფრეზირება და საფარის ქვედა ფენის მსხვილმარცვლოვანი ცხელი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები", – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროექტის მიხედვით, ადგილობრივ გზებთან მოეწყობა მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მოინიშნება და შემოიფარგლება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.
აღნიშნული გზა უმოკლესი მანძილით ერთმანეთთან ზესტაფონსა და ხარაგულს აკავშირებს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს ერთმანეთთან კავშირისთვის თბილისი–სენაკი–ლესელიძის მაგისტრალით სარგებლობა აღარ მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 14.288.887 ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0