Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყველაზე დიდ გასაჭირშიც არ მტოვებს“ - ნინო გაჩეჩილაძეს დედა გარდაეცვალა

© courtesy of Nino Gachechiladzeნინო გაჩეჩილაძე
ნინო გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე დედის გარდაცვალების შემდეგ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებებს დაუბრუნდა.
კატოს როლის შემსრულებელმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი დაწერა, სადაც ყველას მადლობას უხდის თანადგომისთვის და ამბობს, რომ სწორედ სამუშაო ეხმარება რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში.
ნინო გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
„სარკეში არ იყურები?“ – ნინო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს

„ყველას ცხოვრებაში დგება მძიმე მომენტი, როცა თავს ზევით ძალა არაა და ამავე დროს ყველა გაწყნარებს და გეუბნება, რომ „უნდა გამაგრდე“, რადგან ადვილი შესაძლებელია, რომ ასეთ დროს ადამიანი სამუდამოდ გატყდეს და ცხოვრების ხალისი გაუქრეს. მაგრამ როდესაც ჩვენი რომელიმე ახლობელი მიდის (ჩვენი განცდების მიუხედავად), ჩვენ ვრჩებით დედამიწაზე და ცხოვრებას ვაგრძელებთ. ალბათ ამ ცხოვრების სისასტიკე და დიდი ირონიაც ამაშია – რაც არ უნდა მოხდეს, ის მაინც გრძელდება, შესაბამისად, გრძელდება ჩვენი დღის წესრიგიც: მუშაობა და ყოველდღიურობა. უხალისობის და ყველაფრის უუნარობის გადალახვის შემდეგ მეც დავუბრუნდი ჩემს სამუშაოს და პირველივე დღეს მივხვდი, რომ ეს იყო ერთადერთი რამ, რაც ამ მდგომარეობიდან გამომიყვანდა. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩემს პროფესიას, რომ ყველაზე დიდ გასაჭირშიც არ მტოვებს და სულ ჩემთანაა!” – დაწერა ნინო გაჩეჩილაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0