„სარკეში არ იყურები?“ – ნინო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს

© FB/ Nino Gachechiladzeნინო გაჩეჩილაძე
ნინო გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე ბევრისთვის სასურველი სარძლოა. ის გათხოვილი არასდროს ყოფილა. განსაკუთრებით პოპულარული გახდა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ შემდეგ.
მსახიობ ნინო გაჩეჩილაძეს ბევრი ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებს და, გარდა სამსახიობო ნიჭისა, მის გარეგნობასაც უსვამს ხაზს. ნინო ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და უკვე წლებია, რაც მის პერსონაჟს - კატოს არაერთი გულშემატკივარი ჰყავს.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Nino Gachechiladze (@gachka31)

ნინო გაჩეჩილაძე არა მხოლოდ სერიალში, ცხოვრებაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, რასაც მისი ურიცხვი „ინსტაგრამ“ ხელმომწერიც მოწმობს. მსახიობს 103 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც მის მიმართ კომპლიმენტებსა და დადებით კომენტარებს არასდროს იშურებენ.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Nino Gachechiladze (@gachka31)

ნინო გაჩეჩილაძის პირადი ცხოვრება, კარიერა თუ სტილი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ამის მაგალითია
მსახიობის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ფოტოებიც, სადაც ხელმომწერები საკუთარ აზრს დაუფარავად გამოხატავენ: „ქართული სილამაზე! უცხოურ მსახიობებს რომ აფეტიშებენ, აი რა გოგოები გვყავს ქართველებს! ნინი ყოველთვის ულამაზესი და საყვარელია!“, „სიტყვებით ვერ გადმოვცემ როდესაც სერიალს ვუყურებდი და დაგინახე ამ ვარცხნილობაში. საოცრად გიხდებათ“, „ულამაზესი, თუმცა ბუნებრივი თმით ყველაზე ლამაზად გამოიყურები“, „ულამაზესი იყავი მართლა, მაგრამ ჩემი აზრია ეგ კაბა არ უხდებოდა ვარცხნილობას და მაკიაჟს“.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Nino Gachechiladze (@gachka31)

„ამაზე იტყვიან ლამაზიაო. ლამაზი კი არა სილამაზის რადიაცია ხარ!“ – სწორედ ამ კომენტარის ავტორს გამოეხმაურა ნინო გაჩეჩილაძე და დაწერა, რომ ეს შეფასება გადაჭარბებულია. „სარკეში არ იყურები? ზედმეტი თავმდაბლობაც ამპარტავნებაა“, – სწერს მსახიობს ხელმომწერი ფოტოზე, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალების“ ჩაწერის დროს არის გადაღებული.
ყველა ახალი ამბავი
0