https://sputnik-georgia.com/20220609/narkodanashauli-qveynis-masshtabit-267291000.html
ნარკოდანაშაული ქვეყნის მასშტაბით - პოლიციამ ხუთი პირი დააკავა
ნარკოდანაშაული ქვეყნის მასშტაბით - პოლიციამ ხუთი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 09.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-09T16:40+0400
2022-06-09T16:40+0400
2022-06-09T22:25+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259659622_0:0:1589:895_1920x0_80_0_0_4456185d3f8b2933fbfda80a952fa27c.jpg
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. პოლიციამ თბილისსა და აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 24-დან 47 წლამდეა, წარსულში ნასამართლევი პირებიც არიან.პოლიციამ ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტებზე სამი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა სხვადასხვა ადგილზე შემდგომში რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს.ქობულეთში წარსულში ნასამართლევი პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკის არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკი. აღნიშნული პირის მითითებით დაბა ჩაქვში ამოღებულია სხვადასხვა ადგილზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება.თბილისში დაკავებულ ორ პირს ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ჯგუფურად მომზადება. სამართალდამცველებმა ბრალდებულთა მითითებით ნაძალადევის რაიონში ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მათ მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები.თბილისში დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში, დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში.დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო: ცეცხლსასროლი იარაღი, 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით თბილისში დაკავებული ერთი პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო: 1 შეკვრა გამომშრალი მარიხუანა, MDMA-ს შემცველი ორი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 39 ძირი კანაფი.მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259659622_0:0:1162:872_1920x0_80_0_0_5c097095ec484a073549c82f0cc811ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ნარკოდანაშაული ქვეყნის მასშტაბით - პოლიციამ ხუთი პირი დააკავა
16:40 09.06.2022 (განახლებულია: 22:25 09.06.2022) დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. პოლიციამ თბილისსა და აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 24-დან 47 წლამდეა, წარსულში ნასამართლევი პირებიც არიან.
პოლიციამ ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტებზე სამი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა სხვადასხვა ადგილზე შემდგომში რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს.
ქობულეთში წარსულში ნასამართლევი პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკის არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკი. აღნიშნული პირის მითითებით დაბა ჩაქვში ამოღებულია სხვადასხვა ადგილზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება.
თბილისში დაკავებულ ორ პირს ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ჯგუფურად მომზადება. სამართალდამცველებმა ბრალდებულთა მითითებით ნაძალადევის რაიონში ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მათ მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები.
თბილისში დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში, დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში.
დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო: ცეცხლსასროლი იარაღი, 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით თბილისში დაკავებული ერთი პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო: 1 შეკვრა გამომშრალი მარიხუანა, MDMA-ს შემცველი ორი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 39 ძირი კანაფი.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.