წყალდიდობა გორში - უახლესი ინფორმაცია ძლიერი წვიმის შემდეგ

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიძლიერი წვიმის შედეგები
ძლიერი წვიმის შედეგები - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
გუშინ, საღამოს გორსა და საგურამოში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამშაბათის საღამოს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად გორის რაიონში საცხოვრებელი სახლების დატბორილი სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას განაგრძობენ, იუწყება გორის მერია.
მერიის ცნობით, უამინდობის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დილისთვის პრობლემები თითქმის მთლიანად მოგვარდა, თუმცა გარკვეულ ადგილებში გაწმენდითი სამუშაოები კვლავ გრძელდება.
ამ დროისათვის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია გორი–ტინისხიდის საავტომობილო გზაზე, რომელიც ძლიერი წვიმის შემდეგ პარალიზებული იყო.
საგურამოში კოკისპირული წვიმის შედეგებთან ბრძოლა გრძელდება>>
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადგილობრივი მოსახლეობისგან უამინდობასთან დაკავშირებული 70-მდე შეტყობინება შევიდა.
გუშინ ქალაქ გორთან ერთად ძლიერი წვიმისა და სეტყვისგან დაზარალდა სოფელი საგურამოც, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0