საგურამოში კოკისპირული წვიმის შედეგებთან ბრძოლა გრძელდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliწვიმა ბათუმში
წვიმა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
უამინდობის გამო უწყლოდ დარჩა საგურამოსა და დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილი.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საგურამოში კოკისპირული წვიმის შედეგად შეჩერებული საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია, გრძელდება შიდა გზების გაწმენდა, განაცხადა მცხეთის რაიონის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საგურამოში ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო სამშაბათს, საღამოს მთავარ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. დაიტბორა სახლებისა და მაღაზიების პირველი სართულები, დაზიანდა ნარგავები, ბაღები.
ზურაბიშვილის განცხადებით, გზები მძიმე მდგომარეობაშია. წვიმამ ინფრასტრუქტურა ძალიან დააზიანა. დილიდან დაწყებულია ზარალის დათვლა.
მისი თქმით, შიდა გზების გაწმენდა ღამით ვერ მოხერხდა, ამიტომ ეს სამუშაოები დილიდან დაიწყო.
უამინდობის გამო უწყლოდ დარჩა საგურამოს მოსახლეობა და თბილისის მოსახლეობის ნაწილი. ამის მიზეზი საგურამოში წყლის სათავე ნაგებობის დატბორვა გახდა.
GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს>>
სოფელში გუშინ ასევე შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისათვის დენის მიწოდება აღდგენილია, თუმცა ელექტროგამანაწილებელი კომპანიის სპეციალისტები პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობას ჯერ კიდევ განაგრძობენ.
ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან „112“-ზე 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.
ყველა ახალი ამბავი
0