მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ანკარამ შვედეთსა და ფინეთს ათი პირობა წაუყენა - ქვეყნდება ჩამონათვალი

© AP Photo / Burhan Ozbilici
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
თბილისი, 8 ივნისი − Sputnik. თურქეთის ხელისუფლება მზად არის დათანხმდეს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე, თუ ქვეყნები ანკარის ათ პირობას შეასრულებენ, იუწყება გაზეთი Yeni Safak.
გავრცელებული ინფორმაციით, ანკარამ თავისი მოთხოვნები შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გამოაცხადა.
თურქეთის პირობები ასეთია:
ორივე ქვეყანამ მხარი უნდა დაუჭიროს თურქეთს ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში;
ტერორიზმთან საბრძოლველად აუცილებელია სამართლებრივი ნორმების მიღება;
უნდა აღიკვეთოს ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენლობების გაფართოების მცდელობები;
უნდა აღიკვეთოს ანკარის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული მოძრაობა FETO-ს აქტივობა და დაიხუროს მასთან დაკავშირებული ვებ-საიტები და მედიასაშუალებები;
უნდა გაიყინოს ტერორიზმთან დაკავშირებული აქტივები;
ტერორიზმში მონაწილე პირები დეპორტირებული უნდა იყვნენ თურქეთში;
აღნიშნულ ტერორისტულ ორგანიზაციებს უნდა აეკრძალოთ დემონსტრაციები;
თურქეთს უნდა გაუზიარონ სადაზვერვო მონაცემები; ორივე ქვეყანამ უნდა მოხსნას შეზღუდვები თურქეთისთვის თავდაცვაზე გათვლილ მიწოდებებზე;
შვედეთმა და ფინეთმა, ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, უნდა შეასრულონ ყველა ზემოაღნიშნული ვალდებულება.
ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი მაისში წარადგინეს − უკრაინაში რუსეთის „სამხედრო სპეცოპრაციის“ დაწყების გამო. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ალიანსის ასეთ გაფართოებას ეწინააღმდეგება და შვედეთსა და ფინეთს ტერორისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, ვინაიდან ორივე ქვეყანამ უარი თქვა ქურთისტანის მუშათა პარტიისა და ფეთჰულა გიულენის მიერ დაარსებული მოძრაობა FETO-ს 33 წევრის ანკარისთვის გადაცემაზე.
ყველა ახალი ამბავი
0